შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში წარმატებით ვითარდება.
აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა შალვა პაპუაშვილის ნაყოფიერ ოფიციალურ ვიზიტზე თურქმენეთში, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.
შალვა პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა თურქმენეთის ტრადიციული, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე.
ასევე, ხაზი გაესვა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების 30-ე წლისთავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ გამოხატა თურქმენეთის აღნიშნული სტატუსისადმი მხარდაჭერა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის „თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტი" თანასპონსორობის ინიციატივით.
შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებსა და საკანონმდებლო ორგანოების ადმინისტრაციების შორის. თურქმენეთის მხარემ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ქალ დეპუტატთა და ახალგაზრდა დეპუტატებს შორის კავშირების გაძლიერების სურვილს.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები.
თურქმენეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.07.2025.11:11
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, ალპარსლან ბაირაქტართან, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატში. შეხვედრას დაესწრებიან თურქეთის ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.