საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 051 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 39 663 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 153 ხელმძღვანელი პირი და 15 255 წევრი. დანარჩენი 15 255 წევრის დანიშვნა კი უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ, - ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
„კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე. ასევე, შესაძლებელია განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში.
აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს, რადგან კანონმდებლობით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლიდან რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს. მათ შორის გამოცდები ჩატარდა წელსაც. ამასთან, განხორციელდა საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ განკარგულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და არჩევის წესის განსაზღვრის თაობაზე (განკარგულება №106/2025 - 05.08.2025)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
11.08.2025.17:07
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა.
ესენი არიან: ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური; გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი; დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი; ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი; სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი ყვარელში- ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში- ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე. რუსთავში: ნინო ლაცაბიძე
გარდაბანში: დავით კარგარეთელი - დმანისში: კობა მურადაშვილი - წალკაში: ილია საბაძე მარნეულში დაური ისმაილოვი თეთრიწყაროში თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე - მიხეილ აფციაურს; ბოლნისში ზამური ჭითანავა მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერი- ლევან წიკლაური თიანეთის მუნიციპალიტეტში.
მცხეთაში გოგი აბუაშვილი; დუშეთში დუშეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე- კახაბერ ჩიტაური ყაზბეგში- კობა გელაძე გორში: კონსტანტინე ბუზალაძე - ქარელში: ზაზა გულიაშვილი - კასპში: ვახტანგ მაისურაძე ხაშურში პაატა ჩადუნელი ადიგენში: გოჩა ქიმაძე.
ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე - ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი - ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანი ახალციხეში ვარლამ წიკლაური ბორჯომში მამუკა გელაშვილი ქუთაისში: დავით ერემეიშვილი - საჩხერეში: ლევან ივანაშვილი - ჭიათურაში: გივი მოდებაძე - ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი - თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე - ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი - სამტრედიაში: დავით ბახტაძე - ხონში: ლადო ჯურხაძე - წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე; ტყიბულში - დავით კუბლაშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია: - ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი - ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი ამბროლაურში - ზაზა ქევანიშვილს, ონში - დავით ლობჟანიძეს. - ფოთში: ბექა ვაჭარაძე - ხობში: დავით ბუკია - სენაკში: ვახტანგ გადელია - აბაშაში: გიგა გაბელაია - მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი ზუგდიდში- დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში- გიორგი ნაჭყებია; წალენჯიხაში - ნიკა კანკია.
გურიაში მოქმედ მერს - ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება- პაატა კუნჭულია; ჩოხატაურში ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე - მინდია ჟღერია.
აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია: - ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე - ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე - შუახევში: ომარ ტაკიძე 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია: - ქედაში: მამუკა თურმანიძე - ხულოში: ვახტანგ ბერიძე.
ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი - გიორგი ცინცაძე.