მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი და ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში - ირაკლი კობახიძე

news image

2012 წელს მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში, 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში, რომელიც 2020 წლისთვის უკვე შემცირებული იყო დაახლოებით 21%-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელი 9,4%-მდე შემცირდა.

„რაც შეეხება იმას, როგორია სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში, ითქვა, რომ თუ არ ვცდები, 70 ათასი იღებს 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს და ითქვა, რომ 708 ათასი ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს მიღმა და აქედან 190 ათასი არის 18 წლამდე ბავშვი. აქ მინდა დავაზუსტო მონაცემები, რაც შეეხება სიღარიბის მაჩვენებელს. პირველ რიგში უნდა ითქვას, საიდან დავიწყეთ 2012 წელს. ვითარება იყო უმძიმესი, მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში. 30% იყო სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში, რომელიც 2020 წლისთვის უკვე შემცირებული იყო დაახლოებით 21%-მდე, 21,3% იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წელს და მას შემდეგ, 2024 წლის ჩათვლით, სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა 9,4%-მდე. საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანი და ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ამ კუთხით განსაკუთრებით გამორჩეული იყო ბოლო რამდენიმე წელიწადი. 2025 წლის დაზუსტებული მონაცემი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, ოთხწლიანი მონაცემებით, ჩვენ მოვახერხეთ სიღარიბის განახევრება ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგი. ზრდის საშუალო მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9,3%. ჩვენ ამ კუთხით ვართ ლიდერი ევროპის კონტინენტზე და რეგიონში მთლიანად და ამან შეამცირა საქართველოში სიღარიბე. მილიონ 100 ათასზე მეტი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა და არის 350 ათასი ადამიანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განმარტებით, რაც შეეხება 708 ათას ადამიანს, ეს ადამიანები იღებენ სოციალურ დახმარებას და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ადამიანი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა.

„არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგიით, მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში ცხოვრობს 350 ათასი ადამიანი. როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო მთავრობის მეთაური, მაშინ ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 800 ათასი, მაგრამ ვერავინ უსაყვედურებდა ვერც მას სიღარიბის ამ მაჩვენებელს. 800 ათასი ადამიანი ცხოვრობდა 2020 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა, მას ვერავინ უსაყვედურებდა, რადგან მაშინ ჩვენმა ხელისუფლებამ შევამცირეთ ეს მაჩვენებელი 30%-ით, 21,3%-მდე. 2020 წლის შემდეგ დაიწყო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მოვახერხეთ ამ მაჩვენებლის შემცირება 9,4%-მდე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს l პრემიერი

17.04.2026.13:29

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს 2021 წლიდან, მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 % იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა წარმატებულია.

„ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 პროცენტს შეადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში. ეს არის ჩვენი ხედვა - მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ხელს შევუწყობთ მშვიდობას. ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა