საქართველოში მოთხოვნა იზრდება, გაგრძელდება დიდი პროექტები - ჩვენც ვიზრდებით, „ჰანიველ ცემენტი“ აკეთებს ახალ ინვესტიციებს, დავიწყებთ ისეთი სამშენებლო მასალების გამოშვებას, რომლებიც აქამდე არ გამოგვიშვია - ირაკლი რუხაძე
ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო, რომელმაც შეკრიბა ერთად ჩვენი დარგის წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მომხმარებლები, სამშენებლო კომპანიები, ესენი არიან დეველოპერები, ასევე მოწვეული სტუმრები, რომლებიც ცემენტის ტექნიკურ მხარეს ავითარებენ, - განაცხადა ბიზნესმენმა, კომპანია Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ Hunnewell Cement-ის მიერ ორგანიზებული, მე-8 საერთაშორისო ხარისხის კონფერენციის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ კონფერენციაზე კვლევითი ინსტიტუტებისა და არქიტექტორული კომპანიების წარმომადგენლებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება დარგი.
ირაკლი რუხაძემ ასევე ისაუბრა საქართველოში მზარდ მოთხოვნაზე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე. მისი თქმით, კომპანია „ჰანიველ ცემენტიც“ იზრდება და ახალ ინვესტიციებს ახორციელებს.
„საქართველოში მოთხოვნა იზრდება, გაგრძელდება დიდი პროექტები. ეს არის როგორც დეველოპერული პროექტები - საცხოვრებელი, საოფისე და სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება, ასევე ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას ჰიდროელექტროსადგურების, დაიწყება პორტების მშენებლობა, აეროპორტები, გზები.
ამიტომ ამ ინდუსტრიას საკმაოდ ნათელი მომავალი აქვს და ჩვენც ვიზრდებით, „ჰანიველ ცემენტი“ აკეთებს ახალ ინვესტიციებს. ვიზრდებით როგორც ვერტიკალურად ანუ იმ მიმართულებებში, რომლებშიც უკვე ვართ, ასევე ჰორიზონტალურად - ჩვენ შევალთ ახალ მიმართულებებში სამშენებლო მასალების კუთხით.
დავიწყებთ ისეთი სამშენებლო მასალების გამოშვებას, რომლებიც აქამდე არ გამოგვიშვია. ამ მიმართულებით ალბათ, დავუპარტნიორდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, სამშენებლო მასალების კომპანიას, რომელიც დაგვეხმარება, რომ მათი „ნოუ-ჰაუ“ საქართველოში გადმოვიტანოთ. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს და გავაგრძელებთ ზრდას იმიტომ, რომ ქვეყანა კარგად ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, „ჰანიველ ცემენტიც“ გაიზრდება და მოემსახურება ისე, როგორც აქამდე ვემსახურებოდით”, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
კომპანია Hunnewell Cement-მა მე-8 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია გამართა. ღონისძიებაზე შეაჯამეს გასული წლის შედეგები და ყურადღება გაამახვილეს ხარისხის სტანდარტების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:27
"ქართული ოცნება" ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს. კახა კალაძე თბილისის მერის პორტზე 2017 წელს აირჩიეს და ის საქმანობას 13 ნოემბერიდან შეუდგა.
განათლება და კვალიფიკაცია
2003 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი
სამსახურეობრივი საქმიანობა
2013 - დღემდე - პარტია„ქართული ოცნების“გენერალური მდივანი
2012 - 2017 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი
2008 - 2012 - სს„პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
2008 - დღემდე - საქველმოქმედო ფონდი„კალაფონდი" დამფუძნებელი
2007 - დღემდე - საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი„კალაკაპიტალი" დამფუძნებელი
სპორტული კარიერა
2010-2012 წწ. კლუბი „ჯენოა"
2001-2010 წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი"
1998-2001 წწ. კლუბი „დინამო კიევი"
1996-2012 წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
1993 წ. კლუბი „დინამო თბილისი"
ჯილდოები:
მინიჭებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი