მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.7
0.0004
flag
AZN 1.6025
-0.0003
flag
CNY 37.975
-0.0016
flag
EUR 3.1882
-0.0043
flag
GBP 3.7376
-0.0063
flag
KZT 52.34
-0.0018
flag
TRY 0.0683
-0.0002
flag
USD 2.7236
-0.0006

საქართველოში მოთხოვნა იზრდება, გაგრძელდება დიდი პროექტები - ჩვენც ვიზრდებით, „ჰანიველ ცემენტი“ აკეთებს ახალ ინვესტიციებს, დავიწყებთ ისეთი სამშენებლო მასალების გამოშვებას, რომლებიც აქამდე არ გამოგვიშვია - ირაკლი რუხაძე

news image

ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო, რომელმაც შეკრიბა ერთად ჩვენი დარგის წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მომხმარებლები, სამშენებლო კომპანიები, ესენი არიან დეველოპერები, ასევე მოწვეული სტუმრები, რომლებიც ცემენტის ტექნიკურ მხარეს ავითარებენ, - განაცხადა ბიზნესმენმა, კომპანია Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა, ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ Hunnewell Cement-ის მიერ ორგანიზებული, მე-8 საერთაშორისო ხარისხის კონფერენციის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ კონფერენციაზე კვლევითი ინსტიტუტებისა და არქიტექტორული კომპანიების წარმომადგენლებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება დარგი.

ირაკლი რუხაძემ ასევე ისაუბრა საქართველოში მზარდ მოთხოვნაზე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე. მისი თქმით, კომპანია „ჰანიველ ცემენტიც“ იზრდება და ახალ ინვესტიციებს ახორციელებს.

„საქართველოში მოთხოვნა იზრდება, გაგრძელდება დიდი პროექტები. ეს არის როგორც დეველოპერული პროექტები - საცხოვრებელი, საოფისე და სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება, ასევე ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას ჰიდროელექტროსადგურების, დაიწყება პორტების მშენებლობა, აეროპორტები, გზები. 

ამიტომ ამ ინდუსტრიას საკმაოდ ნათელი მომავალი აქვს და ჩვენც ვიზრდებით, „ჰანიველ ცემენტი“ აკეთებს ახალ ინვესტიციებს. ვიზრდებით როგორც ვერტიკალურად ანუ იმ მიმართულებებში, რომლებშიც უკვე ვართ, ასევე ჰორიზონტალურად - ჩვენ შევალთ ახალ მიმართულებებში სამშენებლო მასალების კუთხით. 

დავიწყებთ ისეთი სამშენებლო მასალების გამოშვებას, რომლებიც აქამდე არ გამოგვიშვია. ამ მიმართულებით ალბათ, დავუპარტნიორდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ, სამშენებლო მასალების კომპანიას, რომელიც დაგვეხმარება, რომ მათი „ნოუ-ჰაუ“ საქართველოში გადმოვიტანოთ. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს და გავაგრძელებთ ზრდას იმიტომ, რომ ქვეყანა კარგად ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, „ჰანიველ ცემენტიც“ გაიზრდება და მოემსახურება ისე, როგორც აქამდე ვემსახურებოდით”, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ. 

კომპანია Hunnewell Cement-მა მე-8 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია გამართა. ღონისძიებაზე შეაჯამეს გასული წლის შედეგები და ყურადღება გაამახვილეს ხარისხის სტანდარტების განვითარებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგინა

30.06.2025.13:37

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე ედნარ ნატარიძე დაინიშნა. ის 2018 წლიდან ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ედნარ ნატარიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ჯაბა ფუტკარაძეს შეცვლის.
ცვლილებაა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. სულხან თამაზაშვილმა მინისტრის პოზიციაზე დენის სალუქვაძე წარადგინა. მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით. დენის სალუქვაძე 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე მან ზაზა შავაძე ჩაანაცვლა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა