მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.8
0.011
flag
AZN 1.6023
-0.0002
flag
CNY 37.984
-0.0003
flag
EUR 3.1619
0.002
flag
GBP 3.7063
-0.0016
flag
KZT 52.53
-0.0004
flag
TRY 0.0685
-0.0002
flag
USD 2.7248
-0.0004

საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის დასაქმების პირობები მკაცრდება - შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს

news image

საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის დასაქმების პირობები მკაცრდება - ცვლილებები შედის შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში, რომელსაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

ცვლილებების მიხედვით, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი; დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა; შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები; გაიზრდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებლებთან მიმართებაში, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური სამუშაო უფლების მოპოვების გარეშე; დაწესდება საჯარიმო სანქცია თითოეული შრომითი მიგრანტისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური სამუშაო უფლების გარეშე ეწევა შრომით/სამეწარმეო საქმიანობას.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიზანი, საქართველოში მიგრაციული პროცესების რეგულირება და მართვის უკეთესი მექანიზმების დანერგვაა, რაც უზრუნველყოფს არალეგალური მიგრაციული ნაკადების შემცირებასა და საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა

25.06.2025.12:36

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა, რომელშიც დიდი ეროვნული კრების უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრები შედიან.

მხარეებმა განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული და დაძაბული ვითარება. აღინიშნა თურქეთის მნიშვნელოვანი როლი მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული მშვიდობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას სატრანსპორტო-სატრანზიტო კუთხით.

საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხს და, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის ვიზიტს თურქეთში.

შეხვედრაზე აღინიშნა თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების როლი. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. აღინიშნა გასულ კვირას შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

ყურადღება გამახვილდა აქტიურ გაცვლებზე საპარლამენტო დონეზე, მათ შორის, კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.

თურქულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ და საქართველოს პარლამენტში თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ჭყონიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა