მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ურყევი პარტნიორობა და საერთო სტრატეგიული მიზნები - დავით სონღულაშვილი

news image

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს ურყევი პარტნიორობა და საერთო სტრატეგიული მიზნები. ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში განუყოფელია რეგიონული სტაბილურობისეკონომიკური განვითარების და გარემოს დაცვის საერთო დღის წესრიგისგან.

აზერბაიჯანში ვიზიტის გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იყოპირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025  ჩვენი მხარდაჭერით და ორგანიზებით საქართველოს ეროვნული პავილიონია წარმოდგენილი. პავილიონს ესტუმრა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას

ჩვენი მიზანია, საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენებზე. ასეთი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველოს პოტენციალი ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და გავზარდოთ ექსპორტის შესაძლებლობები.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელთან მუხტარ ბაბაევთან შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არსებული კავშირების გაძლიერების გზაზე. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გატარებული ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის საკითხები, არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები დეტალურად განვიხილეთ.  

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარება ბუნების დაცვის კუთხით იქნა განხილული. სიტყვით გამოსვლის დროს, ჩემი მხრიდან ხაზი გავუსვი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ მნიშვნელობას და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის როლს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ვიზიტის ორგანიზებისთვის და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის გაწეული მუშაობისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აზერბაიჯანის ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროგამოფენაზე CASPIAN AGRO 2025  წარმოდგენილ ქართულ პავილიონში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა; დავით სონღულაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში „Agriculture: Mobilizing Countries for Nature“ მიიღო მონაწილეობა და კლიმატის ცვლილების თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კლიმატის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენელს მუხტარ ბაბაევს შეხვდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

17.06.2025.15:36

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ და თურქეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობაში, რაც ასახვას პოვებს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებებში. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაზე.

შალვა პაპუაშვილმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა განიხილეს დადებითი დინამიკა საპარლამენტო ურთიერთობებში და კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების განსაკუთრებულ როლს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ იგეგმება საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის კვლავ გამართვა.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. აღინიშნა ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაუმჯობესებაზე მუშაობის მზაობა, რაც შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ათვისებაზე იქნება მიმართული.

შალვა პაპუაშვილმა ნუმან ქურთულმუში საპასუხო ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის მიერ თურქეთში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე; თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭყონია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა