საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეუთოს საწყისიდან 50 წლისთავზე ჩვენ მტკიცედ მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის მუშაობის შესაძლებლობა. ამისთვის ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები უნდა დარჩნენ საერთაშორისო სამართლის და იმ პრინციპების ერთგული, რასაც ეფუძნება ეს ორგანიზაცია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოიხილეს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.
„საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად.
„ჩვენ ვაფასებთ ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას, შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.
ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხება არის სრული სიცრუე - ზვიად გაბისონია
13.02.2026.16:05
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას განმარტებით მთავრობის ახალი დადგენილება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა კვოტირების შესახებ არ ვრცელდება მოქმედ სტუდენტებზე.
„სხვადასხვა მედიასაშუალებისა და ოპოზიციურად განწყობილი პირების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება სტუდენტთა კვოტირების შესახებ მოქმედ სტუდენტებს ეხებათ არის სრული სიცრუე.
ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მთავრობის დადგენილება არ ვრცელდება სახელმწიფო უნივერსიტეტების მოქმედ სტუდენტებზე და შეეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების, განსაკუთრებით კი, სტუდენტების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება‘‘, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.