მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.5
-0.0037
flag
AZN 1.5797
-0.0008
flag
CNY 38.783
0.006
flag
EUR 3.1857
0.0169
flag
GBP 3.6551
0.0075
flag
KZT 54.36
0.0011
flag
TRY 0.0616
0
flag
USD 2.6856
-0.0014

საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით - ირაკლი კობახიძე

news image

ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმს ვმასპინძლობთ. წყალი ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმდიდრეა. 21-ე საუკუნეში, როდესაც წყლის რესურსის ამოწურვა გლობალურ გამოწვევად იქცა, წყლის მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია - ეს არის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ჩვენი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრების საფუძველი. საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განკარგოს სახელმწიფომ საკუთარი ბუნებრივი რესურსი გონივრულად და სუვერენულად.

ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია არსებული გამოწვევების დაძლევა და ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლება. ამოცანა, რომ თითოეულ ოჯახს ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო სასმელ წყალზე 24 საათის განმავლობაში, მოითხოვს ათასობით კილომეტრის მოძველებული მილების შეცვლას, ახალი გამწმენდი ნაგებობების მშენებლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ეს არის მასშტაბური სამუშაო, რომელიც დიდ ძალისხმევას და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვირჩევთ განვითარების პრაგმატულ გზას. ჩვენი პარტნიორობა გლობალურ ლიდერ კომპანია „აქუალიასთან“ სწორედ ამ ინტერესს ემსახურება. ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომს ხდის დარგის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. ეს თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ქართული წყლის სექტორი ვითარდება ევროპული სტანდარტებით, რაც საბოლოოდ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

ჩვენი მიდგომაა სამართლიანობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ზედამხედველობა და ინვესტიციების მიმართვა სისტემის რეალური გაჯანსაღებისკენ. ჩვენ ვქმნით მყარ საფუძველს იმისთვის, რომ მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს - პრემიერი

10.02.2026.12:13

რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფუნქციური ბანკი, რომელიც შეითავსებს რამდენიმე დღევანდელი ინსტიტუციის ფუნქციებს. 

„რაც შეეხება დეტალებს, ამასთან დაკავშირებით გავაცნობთ საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, რა ფორმით იმუშავებს ეს ბანკი. ამასთან დაკავშირებით ფართოდ გავაცნობთ საზოგადოებას ინფორმაციას, როგორც კი დასრულდება ეს ინსტიტუციური რეფორმა. შეიძლება მოიცვას ენერგეტიკის სექტორიც. ამასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურად მოვახსენებთ მოგვიანებით. დღესაც არსებობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რა ფორმითაც მუშაობს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ანალოგიური ფორმით იმუშავებს შესაბამისი ბანკიც, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას გავაცნობთ ინფორმაციას მაშინ, როდესაც მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა