მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

news image

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე კოლეგებმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის პირობებში რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას მიესალმება. ასევე, საქართველო განუხრელად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას და მზად არის განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა საჭიროების შესაბამისად.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

19.11.2025.14:49

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

პირისპირ გამართულ შეხვედრაზე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე კოლეგებმა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის პირობებში რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას მიესალმება. ასევე, საქართველო განუხრელად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას და მზად არის განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა საჭიროების შესაბამისად.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა