მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101.6
-0.0037
flag
AZN 1.6036
-0.0003
flag
CNY 37.943
-0.0002
flag
EUR 3.1287
-0.0086
flag
GBP 3.6632
-0.0054
flag
KZT 52.43
-0.0012
flag
TRY 0.0689
-0.0001
flag
USD 2.727
-0.0006

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-სა და უნგრეთში ახლად დანიშნულ ელჩებს, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

news image

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, აშშ-სა და უნგრეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებთან, ასევე ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენელთან  გამართა შეხვედრა.

მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად აშშ-ში თამარ ტალიაშვილი, უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილიხოლო ევროპის საბჭოში საქართველოს ახალ მუდმივ წარმომადგენლად ხატია წილოსანი დაინიშნნენ

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვისაც პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, ყველამ იცის, რომ ეს ევროპული კანონია და მედია ამ ფუნდამენტურ სტანდარტებს უნდა იცავდეს - კახა ბექაური

19.06.2025.20:43

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ სხდომაზე, მედიის წარმომადგენლებს და საზოგადოებას შეახსენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები სრულად ევროპულია და ის  ევროპის ყველა ქვეყანაში დიდი ხანია მოქმედებს. კერძოდ, ევროპული ქვეყნები მაუწყებლებს წლებია ავალებს ისეთი ჟურნალისტური ფუნდამენტური სტანდარტების დაცვას, რასაც პასუხისმგებლიანი მედია ისედაც უნდა აკეთებდეს.  

 

„აღნიშნული კანონით მაუწყებლებს მოეთხოვებათ, რომ  ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებულიინფორმაცია ჯეროვანი სიზუსტით გადასცენ მაყურებელს. ასევე, დაიცვან სამართლიანობის  და მიუკერძოებლობის სტანდარტი, მკაფიოდ გამიჯნონ ერთმანეთისგან  ფაქტი და მოსაზრება, ახალ ამბებში და საზოგადოებრივ პოლიტიკურ გადაცემებში არ გამოხატონ  პოზიცია, ასეთი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა,  კრიტიკულად მნიშვნელოვანია.  ევროპაში ეს დიდი ხანია აღარ არის სადავო, იქ მაუწყებლებში მსგავსი პრობლემები აღარ აქვთ და ახლა უკვე სოციალურ მედიაში ხდება მსგავსი დარღვევების პრევენცია. იმის საპირისპირო მოსაზრება და ფაქტი, რომ ეს ევროპული კანონია, მე ჯერ არ მომისმენია, მესმის მხოლოდ სკეპტიციზმი, ისიც კარგად მესმის, რომ გაქვთ კითხვები კანონის აღსრულების ნაწილში, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით მედიას ღელვის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან კომისიას აქვს ერთადერთი მიზანი - გააჯანსაღოს მედია გარემო. უამრავი კომენტარი მოვისმინე, რომ ეს მედიის სადამსჯელო კანონია, გარწმუნებთ, რომ ასე არ არის და კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ მჭიდრო თანამშრომლობით მაუწყებლებთან, ვისაც გულწრფელად აღელვებთ ეს საკითხი, აღმოფხვრას მედიაში ისეთი პრობლემები, რომელიც მაყურებელს და მედიას აზიანებს“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა. 

 

მისივე განცხადებით, გარკვეულ ნაწილს ადამიანებისას, ვინც კომისიას უამრავ ბრალდებას უყენებს, ეს შესაძლოა პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდეს, თუმცა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კომისია ასეთ დღის წესრიგს არ მისდევს და თავისი დღის წესრიგით გააგრძელებს მუშაობას. 

 

„ვისაც პოლიტიკურად სჭირდება, რომ ილაპარაკოს ცენზურაზე, ეს მისი საქმეა,  მე ამ დღის წესრიგს არასოდეს მივსდევ, არც არასდროს მიმიქცევია ყურადღება. ის ადამიანები, ჟურნალისტები და პროდიუსერები, ვისაც მედიის ბედი აღელვებს და დაინტერესებულია ამით, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ევროპული კანონია და მედია ამ ელემენტარულ ფუნდამენტურ სტანდარტებს აუცილებლად უნდა იცავდეს. საბედნიეროდ, იმ ნაწილის გარდა, ვისაც პოლიტიკური ინტერესები აქვს, ჩვენ მედიაში არიან მაღალი დონის პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან ჟურნალისტური სტანდარტი რა არის.  იციან, როგორ იმიჯნება ფაქტი მოსაზრებისგან, როგორ უნდა გააკეთონ ეს, რა არის ფაქტი და რა ჩაითვლება ფაქტის დამახინჯებად. ამიტომ, ჩვენ ისეთ ადამიანებთან, რომელთაც ეს იციან და გულწრფელი სურვილიც აქვთ ეს სტანდარტი დაიცვან, რომ შეცდომაში არ შევიდეს ჩვენი მაყურებელი,  მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა კომისიის სხდომაზე კახა ბექაურმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა