საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან - ლევან ჟორჟოლიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანტალიაში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.
„საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში. პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება, სიტყვით გამოვიდეს ლიდერთა პანელზე. ასევე იქნება პანელური დისკუსიები, დელეგაცია დაესწრება გახსნით სესიას. იქნება ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის პრეზიდენტ ერდოღანთან გაიმართება ორმხრივი შეხვედრა. ფორუმის მიზანი არის, რომ ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში გვაქვს სახეზე", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს l პრემიერი
17.04.2026.13:29
ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს 2021 წლიდან, მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 % იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა წარმატებულია.
„ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 პროცენტს შეადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში. ეს არის ჩვენი ხედვა - მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ხელს შევუწყობთ მშვიდობას. ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ“, - აღნიშნა პრემიერმა.