პრემიერი ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელს შეხვდა - რა განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია DAMAC Properties-ის დამფუძნებელ ჰუსეინ საჯვანის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში.
ხაზგასმით აღინიშნა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების მიმართულებით არსებული პოტენციალი და ტურიზმის სექტორის ზრდის დინამიკა.
გამოითქვა ორმხრივი ინტერესი სამომავლო თანამშრომლობის კუთხით.
DAMAC-ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების მოწინავე დეველოპერია, რომელიც 15 ქვეყანაში ოპერირებს და რომლის წლიური შემოსავალი 4 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. დასაქმებული ჰყავს 4 ათასზე მეტი თანამშრომელი.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
სხვა სიახლეები
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
13.01.2026.14:20
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობა; პროგრამების კრედიტების მოცულობის შესახებ ბრძანების პროექტი და პროგრამების ტრანსფორმირება; უნივერსიტეტების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსებისა და წარდგენის ვადები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.
საბჭოს სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.