მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.3
-0.0044
flag
AZN 1.5941
-0.0024
flag
CNY 38.049
-0.0123
flag
EUR 3.186
-0.0147
flag
GBP 3.6517
-0.0121
flag
KZT 50.04
0.0021
flag
TRY 0.0654
-0.0001
flag
USD 2.711
-0.0031

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ENQA-ის, EQAR-ის, WFME-ის და ESU-ის წარმომადგენლებს შეხვდა

news image
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის  ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და  ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU) წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივ გარდაქმნას ისახავს მიზნად. ხაზი გაესვა საქართველოს განათლების სისტემის შემდგომი განვითარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობას. 
ყურადღება გამახვილდა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაზე, სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაზე, უმაღლეს განათლებაში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე. 
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) პრეზიდენტი დუგლას ბლექსტოკი,  ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) პრეზიდენტი სტეფანე ლაუვიკი, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) დირექტორი ალექსანდარ სუსნიარი, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტი რიკარდო ლეონ-ბორკეზი, ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი ჰარმ პიტერსი, ცენტრალური და  ღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის პრეზიდენტი (CEENQA) ვესნა დოდიკოვიჩ-ჯურკოვიჩი და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) წევრი მაურიციო ტირა ესწრებოდნენ. 
 
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
 
განათლების საერთაშორისო ასოციაციებისა და ქსელების წარმომადგენლები თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა

24.09.2025.14:43

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის კანდიდატურა წარადგინა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კახა აბულაძეს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში, არაერთი წარმატებული პროექტისა და პროგრამის განხორციელებაში აქვს წვლილი შეტანილი.

„კახა აბულაძე 2023 ოქტომბრიდან თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის მედიცინის დოქტორია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2022 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მანამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, იქამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.  დიდია მისი წვლილი დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღების განვითარების, განხორციელებული წარმატებული პროექტებისა თუ პროგრამების მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით გამოიყენებს აწ უკვე მერის მოადგილის პოსტზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა აბულაძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. 

„წარმატებებს ვუსურვებ კახას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს იყო თბილისის და თბილისელების სამსახურში. მომდევნო წლები ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მზად ვართ, ჩვენი შრომით და ყოველდღიური საქმიანობით, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და კომფორტული გავხადოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა