საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შეეხო. განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი. გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტული დღის წესრიგით გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა
29.01.2026.11:58
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
„ყურადღება დაეთმო „გრანტების შესახებ“ კანონს და კანონით გათვალისწინებულ ნორმებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ფრანგულ მხარეს კიდევ ერთხელ განუმარტა კანონის მიზნები და გრანტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები.
შეხვედრისას აღინიშნა შეჩერებული პროექტების განახლების მნიშვნელობა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პროექტი, რომელიც განხორციელდება, შესაბამისობაში იყოს საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებთან.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.