მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას - მაკა ბოჭორიშვილი

news image

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ყველას აქვს მსჯელობის უფლება, თუმცა, ქვეყნის სტრატეგიული მიმართულება უკვე განსაზღვრულია და კონსტიტუციით არის გამყარებული.

"საქართველოს კურსი არის განსაზღვრული ჩვენი კონსტიტუციით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ამ მოცემულობაში, უბრალოდ გამორიცხულია ამ თემაზე სერიოზული საუბარი და განხილვა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საზოგადოების განწყობებსა და ქვეყნის განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

"საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია - საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს ევროპულ, განვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას. ეს არის მთელი ჩვენი მუშაობისა და შრომის მიზანი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რეფორმები გრძელვადიან პროცესს წარმოადგენს და საბოლოოდ აისახება ქვეყნის განვითარებაზე ყველა მიმართულებით.

"ამას ჭირდება ძალიან სტაბილური განვითარება და სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რასაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპი - ეს არ არის მხოლოდ ციფრები. ეს ყველაფერი შემდგომ უკვე აისახება ქვეყნის განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებებით. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქმნის ისეთი ტიპის სახელმწიფოს, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებული ქვეყნების გვერდით თანაარსებობას ევროკავშირში, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას უნდა და ასე არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუციითაც. ეს, რა თქმა უნდა, არის პროცესი და ამ პროცესში ძალიან ბევრია სამუშაო , - " განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა

17.04.2026.18:57

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ცესკოსა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებას.

დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის მიმდინარეობას ცესკოს თავმჯდომარე პირადად გაეცნო და მონაწილე სტუდენტებს აქტუალური საარჩევნო საკითხებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ ესაუბრა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. საუბარი ასევე შეეხო 2024-2025 წლებში ჩატარებულ საერთო არჩევნებს, რომელშიც ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგები წარმატებით დანერგა. აღინიშნა, რომ ხსენებულმა სიახლეებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი, ასევე საარჩევნო პროცესის ეფექტიანობა და სისწრაფე. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებსა და შედეგებზე.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო სამართლის კურსი, ისევე როგორც მსგავსი ტიპის საჯარო ლექციები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაში, საარჩევნო კულტურის განვითარებასა და მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობაში. ამგვარი ინიციატივები კი თავის მხრივ ხელს უწყობს ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით და მათ ინფორმირებულ მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში.

ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა თსუ-ს რექტორ ჯაბა სამუშიასთან, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკან სალომე დუნდუასთან და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელ მაია ტორაძესთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა არსებული პროექტები, მათი შედეგები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარემ რექტორს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ თსუ ერთ-ერთი პირველი სასწავლებელი იყო, რომელიც საარჩევნო სამართლის კურსის ინტეგრირების პროცესში ჩაერთო, წლიდან წლამდე კი მზარდია კურსის გავლის მსურველთა რაოდენობა. შეხვედრას ცესკოს მხრიდან ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრების დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, „საარჩევნო სამართლის კურსი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახორციელებს, ხელს უწყობს როგორც საარჩევნო კულტურის განვითარებას, ისე ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებით. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯერ კიდევ 2010 წლიდან შემოუერთდა მემორანდუმს და დღეს სწორედ თსუ-ში გვქონდა საჯარო ლექცია ყველა იმ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშრებით, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. დღეს ასევე შევხდით თსუ-ს რექტორს, რომელთანაც განვიხილეთ მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“.

თავის მხრივ თსუ-ს რექტორმა მადლობა გადაუხადა ცესკოს თავმჯდომარეს ვიზიტისთვის და მიმდინარე პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„უპირველესად მინდა დიდი მადლობა მოვახსენო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, რომ ეწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და შეხვედრა გამართა ჩვენს სტუდენტებთან. ამ შეხვედრამ აჩვენა რამდენად დიდია ინტერესი სტუდენტების მხრიდან საარჩევნო სამართლის მიმართ. აუცილებელია საზოგადოებაში საარჩევნო კულტურის დამკვიდრება და ზოგადად, ქვეყანაში, პოლიტიკური კულტურისთვის მნიშვნელოვანია უპირველესად სწორედ არჩევნებისა და საარჩევნო კულტურის გაზრდა,“ - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

2026 წლის გაზაფხულის სემესტრული პროგრამა 9 პარტნიორ უნივერსიტეტში ეტაპობრივად ხორციელდება და მასში მონაწილეობას იღებენ იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტები.

ცესკოს, სწავლების ცენტრსა და უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამა 2010 წლიდან უწყვეტად ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში მოქმედ პარტნიორ უნივერსიტეტებში. დღემდე პროექტში მონაწილეობა 9 900-მდე სტუდენტმა მიიღო, რაც ნათლად ასახავს პროექტის მდგრადობასა და მის მნიშვნელოვან როლს საარჩევნო განათლების განვითარებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა