მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.2
0.0339
flag
AZN 1.5922
0.0045
flag
CNY 37.707
0.0084
flag
EUR 3.1532
0.0082
flag
GBP 3.6455
0.0018
flag
KZT 50.34
0.002
flag
TRY 0.0661
0.0001
flag
USD 2.7068
0.0068

საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია

news image

ევროკომისია ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6.63 მიიღო, მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. 

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას. 

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი აწარმოებს.

ცენტრის გამოკვლევით საქართველოს სახელმწიფო სექტორი კეთილსინდისიერების რეიტინგით მსოფლიოში 29-ე ადგილზეა, ხოლო გამჭვირვალობის ინდექსით 19-ე პოზიციაზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობის წლიური შეფასება გაუმჯობესდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 ქვეყანას უსწრებს

22.08.2025.11:55

ევროკომისიამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის ინდექსი გამოაქვეყნა.

საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 55.3% მიიღო. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 4 სახელმწიფოს: პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს. რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სხვა ქვეყნებიც: სერბეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, მოლდოვა და უკრაინა. ამასთან მოლდოვა და უკრაინა, რუსეთთან და ბელარუსთან ერთად ევროპის უკანასკნელ ოთხეულშია და მათი შეფასება 100%-იანი სისტემით 32%-ზე დაბალია.

მსოფლიოში სასამართლო სისტემის ეფექტიანობა შეფასდა სამი კრიტერიუმით: სასამართლოს დამოუკიდებლობა; სასამართლო პროცესის ხარისხი; საჯარო მომსახურების ხარისხისა და საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის აღქმა.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით: „სათანადოდ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო აუცილებელია ყველა მოქალაქის უფლებების დასაცავად სხვა პირების, მათ შორის მთავრობებისა და გავლენიანი კერძო პირების უკანონო ქმედებებისგან. სასამართლო ეფექტიანობა მოითხოვს ეფექტურ და სამართლიან სასამართლო სისტემებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონის სრული დაცვა და დარღვევების წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება.“

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენი აწარმოებს.

ანგარიში ეყრდნობა „ფრიდომ ჰაუსის“ და მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროფილულ გამოკვლევებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა