საქართველო ყოველთვის იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა - შალვა პაპუაშვილი
რა თქმა უნდა ეს უმნიშვნელოვანეს მომენტია, როდესაც ათწლეულების კონფლიქტი დასრულდა შეთანხმებით, რაც წაადგება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას და მის მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, - განახადა ჟურნალისტებთან შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას.
„ეს იყო დიდი ტვირთი რომელიც ჩვენს რეგიონს აწვა და გავლენას ახდენდა ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ქვეყანაზეც, საინვესტიციო მიზიდულობაზე და ა.შ. ამიტომ საქართველო ყოველთვის იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების და მდგრადი მშვიდობის ჩამოყალიბებისა და ძალიან გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა. მე პირადად მივულოცე როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებს ამ შეთანხმების მიღწევა და მათ იციან, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა შეთავაზება, რომ როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება იქნება ხელმოწერილი, უკვე გზა იხსნება პოლიტიკური ფორმატებისთვის, მათ შორის საპარლამენტო ფორმატებისთვის, იმისთვის, რომ ნდობა ქვეყნებს, პოლიტიკოსებს, პარლამენტარებს შორის ჩამოყალიბდეს, გაღრმავდეს და ამ მხრივ საქართველოც თავის წვლილს შეიტანს. ხაზგასასმელია, რომ ათწლეულების განმავლობაში ამ კონფლიქტის მოგვარებას ასე ვთქვათ კურირებდა ეუთოს ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყვნენ უმრავლესობით წარმოდგენილი და ვხედავთ, რომ ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლო საკუთარი პოლიტიკური ნების და პოლიტიკური წონის გამოყენებით ამ კონფლიქტის დასრულება რამდენიმე დღეში. ყველა ნაბიჯი რომელსაც მოაქვს მშვიდობა და რომელიც აჩერებს ომს, არის რა თქმა უნდა დიფ სთეითის შესუსტება, ვინაიდან ომის პარტია ზუსტადაც რომ დიფ სთეითია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სხვა სიახლეები
11.08.2025.17:07
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საზოგადოებას 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა.
ესენი არიან: ახმეტაში: ალექსი ფიცხელაური; გურჯაანში: გიორგი მაჭავარიანი; დედოფლისწყაროში: ნიკოლოზ ჯანიაშვილი; ლაგოდეხში: ჯონდო მდივნიშვილი; სიღნაღში: მალხაზ ბეგიაშვილი ყვარელში- ილია მზექალაშვილი; საგარეჯოში- ვახტანგ კაკუტაშვილი, თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე - ვაჟა მაღრაძე. რუსთავში: ნინო ლაცაბიძე
გარდაბანში: დავით კარგარეთელი - დმანისში: კობა მურადაშვილი - წალკაში: ილია საბაძე მარნეულში დაური ისმაილოვი თეთრიწყაროში თეთრიწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე - მიხეილ აფციაურს; ბოლნისში ზამური ჭითანავა მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მერი- ლევან წიკლაური თიანეთის მუნიციპალიტეტში.
მცხეთაში გოგი აბუაშვილი; დუშეთში დუშეთის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე- კახაბერ ჩიტაური ყაზბეგში- კობა გელაძე გორში: კონსტანტინე ბუზალაძე - ქარელში: ზაზა გულიაშვილი - კასპში: ვახტანგ მაისურაძე ხაშურში პაატა ჩადუნელი ადიგენში: გოჩა ქიმაძე.
ასპინძაში: როსტომ მაგრაქველიძე - ახალქალაქში: მელქონ მაკარიანი - ნინოწმინდაში: ანივარდ მოსოიანი ახალციხეში ვარლამ წიკლაური ბორჯომში მამუკა გელაშვილი ქუთაისში: დავით ერემეიშვილი - საჩხერეში: ლევან ივანაშვილი - ჭიათურაში: გივი მოდებაძე - ხარაგაულში: კობა ლურსმანაშვილი - თერჯოლაში: მანუჩარ რობაქიძე - ვანში: ალექსანდრე გოგორიშვილი - სამტრედიაში: დავით ბახტაძე - ხონში: ლადო ჯურხაძე - წყალტუბოში: გენადი ბალანჩივაძე ბაღდათში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება ბაღდათის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონში ზესტაფონის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე; ტყიბულში - დავით კუბლაშვილი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია: - ცაგერში: ჭაბუკი ჭაბუკიანი - ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი ამბროლაურში - ზაზა ქევანიშვილს, ონში - დავით ლობჟანიძეს. - ფოთში: ბექა ვაჭარაძე - ხობში: დავით ბუკია - სენაკში: ვახტანგ გადელია - აბაშაში: გიგა გაბელაია - მესტიაში: კაპიტონ ჟორჟოლიანი ზუგდიდში- დათო კოდუა; ჩხოროწყუში ყოფილი პარლამენტარი - ჯუმბერ იზორია; მარტვილში- გიორგი ნაჭყებია; წალენჯიხაში - ნიკა კანკია.
გურიაში მოქმედ მერს - ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება- პაატა კუნჭულია; ჩოხატაურში ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე - მინდია ჟღერია.
აჭარაში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 6-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია: - ქობულეთში: ირაკლი ცეცხლაძე - ხელვაჩაურში: ზაზა დიასამიძე - შუახევში: ომარ ტაკიძე 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოქმედ დეპუტატებს. ესენია: - ქედაში: მამუკა თურმანიძე - ხულოში: ვახტანგ ბერიძე.
ბათუმში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი - გიორგი ცინცაძე.