მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.5
0.0109
flag
AZN 1.5849
0
flag
CNY 39.473
-0.0046
flag
EUR 3.1652
-0.0027
flag
GBP 3.642
0.0035
flag
KZT 58.2
0.0012
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0

საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ - მაკა ბოჭორიშვილი

news image

„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გლობალურად იყოს ჰაბი სწორედ ამ მიმართულებით," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად აბუ-დაბიში მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტზე იმყოფება.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ისაუბრებს „შუა დერეფნის" საკითხზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დერეფნის მუშაობა, ამ დერეფნის განვითარება და რა როლი აქვს „შუა დერეფანს" როგორც რეგიონისთვის, ისე გლობალურად; ასევე კონკრეტულად საქართველოს ამ „შუა დერეფანში".

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფორუმებზე, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნების განვითარებას, ისმოდეს საქართველოს პოზიცია და კარგად იყოს გაცნობიერებული ის როლი, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია შეასრულოს რეგიონისთვის," - განაცხადა მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

22.04.2026.12:34

2026 წლის 22 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და მისასალმებელი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ხორციელდება. საქართველო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა 2026 წლის 4 სექტემბრამდე იქნება, რის შემდეგაც თავმჯდომარეობას გაერთიანებული სამეფო გადაიბარებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა