მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალია აირჩიეს

news image

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კირცხალია აირჩიეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის ყოფილ ლიდერს და ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს საკანონმდებლო ორგანოში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კირცხალიას უმრავლესობის ლიდერად და ფრაქციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აგრეთვე, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ლევან მაჭავარიანი, ხოლო მოადგილედ იოსებ ჯორბენაძე აირჩიეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ადგას ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია - მიხეილ სარჯველაძე

21.01.2026.17:47

მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელი სხდომა შეაფასა, რომელზეც კომისიის წევრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

„ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა, ვინაიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის თქმის საშუალება გაჩნდა ამ ფორმატში. ვფიქრობ, შემდგომი შეხვედრები იქნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის მაჩვენებელი, თუ როგორ შეიძლება რეალურად გადაიჭრას პრობლემა, რომელზედაც ვსაუბრობთ. მთავარი სათქმელი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირდა, არის ის, რომ პრობლემა არსებობს“, - განაცხადა სარჯველაძემ. 

მინისტრმა ასევე ყურადღება ბიზნესის თავისუფლებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის ხელმისაწვდომობის ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა. 

„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ადგას სამთავრობო კომისია და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის გარკვეული კონტურები გამოკვეთილი იქნება, რომელიც მიგვანიშნებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდგომში ეს პროცესები, იმისთვის რომ მაქსიმალურად ეფექტიანი ბალანსის შესაძლებლობა გაჩნდეს - ერთი მხრივ იყოს ძალიან ხელმისაწვდომი პროდუქტები და მეორე მხრივ, რჩებოდეს სივრცე ბიზნესისთვის, რომ თავისუფლად ოპერირების გზით შეძლონ საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაკმაყოფილება“, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა