მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.4
0.0025
flag
AZN 1.5827
-0.0009
flag
CNY 38.706
-0.0056
flag
EUR 3.2088
-0.0078
flag
GBP 3.699
-0.0149
flag
KZT 53.71
0.0022
flag
TRY 0.0619
-0.0001
flag
USD 2.6908
-0.0014

სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ბოლო შეხვედრა იყო საწვავის ფასებთან დაკავშირებით, პროცესი გადაინაცვლებს საპარლამენტო ფორმატში, მიზანია, დეტალურად გავეცნოთ ბიზნეს პროცესებს - შოთა ბერეკაშვილი

news image

დღეს იყო შეხვედრა სამთავრობო კომისიის ფარგლებში საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ეს იყო ბოლო შეხვედრა, შესაბამისად, პროცესი გადაინაცვლებს საპარლამენტო ფორმატში, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მისი თქმით, პარლამენტში შეიქმნება ფასების შემსწავლელი კომისია და ეს კომისია შეისწავლის ფასებს საკვებ პროდუქტებზე, სწრაფი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე. 

„ჩვენი მიზანია, რომ ამ კომისიის ფარგლებში შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს თითოეულ სექტორში, მოვუსმინოთ მათ, ასევე - ექსპერტებს. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინკლუზიური, რაც შეიძლება საზოგადოების მეტი ნაწილი ჩაერთოს პროცესში. საბოლოო ჯამში, კომისიის მიზანია, რომ დეტალურად გავეცნოთ ბიზნეს პროცესებს, რა საოპერაციო ხარჯებია ბიზნესში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ დავეხმაროთ, მაქსიმალურად ოპტიმიზაცია შეძლონ საოპერაციო ხარჯების, რაც შედეგობრივად აისახება სამომხმარებლო ფასებზე, კლების დინამიკაზე. მიგვაჩნია, რომ არსებობს რესურსი, თუ ბიზნესი, საზოგადოება, ექსპერტები, პარლამენტი ერთად მოვინდომებთ, რომ შევძლოთ ფასების შემცირება, როგორც სამომხმარებლო პროდუქტებზე, ასევე სწრაფი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე. ძალიან დადებითად ვართ განწყობილი აღნიშნულ პროცესზე“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ლევან აბაშიძე ზაქარია წიკლაურის ინიციატივას გამოეხმაურა

30.01.2026.17:27

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ზაქარია წიკლაურის ინიციატივას-ლევან ღოღობერიძის ქუჩისთვის ამბროსი ხელაიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, გამოეხმაურა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თქმით, თბილისში არის რამდენიმე ქუჩა, რომელთათვის სახელის გადარქმევასაც მოსახლეობა ითხოვს. საკრებულო აღნიშნულ საკითხებზე ფართო დისკუსიას გახსნის და ერთიან კონტექსტში იმსჯელებს.

„ჩვენს კომისიაში მოქალაქეებისგან შემოდის განცხადებები და მოთხოვნები სხვადასხვა ქუჩისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით. არის სხვა ქუჩებიც, რომელიც ამავე მიმართულებით განსახილველია. მოდით, გავხსნათ ფართო დისკუსია, სადაც ოპოზიციაც მიიღებს მონაწილეობას და ერთიან კონტექსტში ვიმსჯელოთ აღნიშნულ საკითხებზე“- განაცხადა ლევან აბაშიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა