სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, გაზრდის ხელმისაწვდომობის ხარისხს - მიხეილ სარჯველაძე
სამთავრობო კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, პირველ საორგანიზაციო შეხვედრაზე დაიგეგმა, აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს.
„შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. კომისიის მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელმისაწვდომობის მიმართულებით გააუმჯობესებს მოსახლეობის მდგომარეობას, ხელმისაწვდომობის ხარისხს გაზრდის.
დღეს გაიმართა კომისიის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკულად დაიგეგმა, აპრილის ბოლომდე რეალურად როგორ შეიძლება იმუშაოს კომისიამ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შედეგზე იყოს ორიენტირებული და კონკრეტული შედეგები აჩვენოს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი გველის, რის შემდეგაც რეალურად შეიძლება შევქმნათ პოტენციალი იმისთვის, რომ ფასებმა დაიწყოს კლება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება - ლაშა ხუციშვილი
სხვა სიახლეები
პრემიერ-მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს შეხვდა
17.02.2026.17:43
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.