მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7041
-0.0044
flag
AZN 1.5894
-0.0012
flag
CNY 37.664
0.0158
flag
EUR 3.1254
0.0382
flag
GBP 3.5905
0.0299
flag
KZT 50.04
0.0023
flag
TRY 0.0664
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.0021

საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა - შემოსავლების სამსახური ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის ფართის მიქირავებაზე

news image

შემოსავლების სამსახური ხაზარაძის ოჯახის მიერ გერმანიის ელჩისთვის ფართის მიქირავებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშული, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე. 

საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

04.08.2025.16:09

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ  შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის  (PABSEC) გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს უმასპინძლა და მასთან ასამბლეის ქვეყნებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირების გაფართოების საკითხები განიხილა. 

მინისტრმა მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და გენერალურ მდივანს იმ მასშტაბური სამეცნიერო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მომავალ წელს აკადემიის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება იგეგმება. 

შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა გივი მიქანაძეს განათლების მინისტრების რეგიონული კონფერენციის ჩატარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, მინისტრმა კონფერენციაში მონაწილეობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვალერი ასათიანი. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა