სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილეები ჰყავს.
სუსის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუსის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.
სხვა სიახლეები
ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ადგას ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია - მიხეილ სარჯველაძე
21.01.2026.17:47
მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“. სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელი სხდომა შეაფასა, რომელზეც კომისიის წევრები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იყო ეს შეხვედრა, ვინაიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის თქმის საშუალება გაჩნდა ამ ფორმატში. ვფიქრობ, შემდგომი შეხვედრები იქნება კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის მაჩვენებელი, თუ როგორ შეიძლება რეალურად გადაიჭრას პრობლემა, რომელზედაც ვსაუბრობთ. მთავარი სათქმელი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე დაფიქსირდა, არის ის, რომ პრობლემა არსებობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე ყურადღება ბიზნესის თავისუფლებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის ხელმისაწვდომობის ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა.
„ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორ გზას ადგას სამთავრობო კომისია და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე, დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის გარკვეული კონტურები გამოკვეთილი იქნება, რომელიც მიგვანიშნებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს შემდგომში ეს პროცესები, იმისთვის რომ მაქსიმალურად ეფექტიანი ბალანსის შესაძლებლობა გაჩნდეს - ერთი მხრივ იყოს ძალიან ხელმისაწვდომი პროდუქტები და მეორე მხრივ, რჩებოდეს სივრცე ბიზნესისთვის, რომ თავისუფლად ოპერირების გზით შეძლონ საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაკმაყოფილება“, - აღნიშნა მინისტრმა.