სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრა, კვოტები განისაზღვრება შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიზრდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება მოლოდინის გათვალისწინებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მიმდინარეობს შრომის ბაზრის ანალიზი და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის.
„რაც შეეხება სტუდენტების რაოდენობას, პირიქით, ამ გადაწყვეტილების შედეგად სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. წელს მიღებული იქნა დაახლოებით 31 000 სტუდენტი, ყველა უნივერსიტეტში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების რაოდენობა, კვოტები განისაზღვრება მოლოდინის გათვალისწინებით. ანუ, პირიქით, რაოდენობის ზრდა გვექნება. მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს შემცირდება ადგილების რაოდენობა. რეალურად, არავითარი ფორმით კვოტები არ შემცირდება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ჩვენ ვაწარმოებთ შრომის ბაზრის ანალიზს და შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე გადანაწილდება კვოტები უშუალოდ ფაკულტეტებს შორის, მაგრამ ჯამურად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ შემცირდება, პირიქით, გაიზრდება კვოტები სტუდენტების მისაღებად. იმიტომ, რომ მოლოდინი გვექნება, რომ მეტი წამოვა სახელმწიფო უნივერსიტეტებისკენ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. ზრდა გვექნება ისე, რომ რამდენიც აბარებდა უნივერსიტეტებში წელს, იმდენივეს შეეძლება უნივერსიტეტებში ჩაბარება. შეიძლება, თეორიულად, მთლიანად სახელმწიფომაც აითვისოს ეს რესურსი. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არავითარი ფორმით არ გაურთულდებათ სტუდენტებს უნივერსიტეტებში მოხვედრა. იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტი. კვოტები განისაზღვრება ამის შესაბამისად", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების კვლევის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი საფრთხე, რისკების დაზღვევის მიზნით დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი - ლევან ჟორჟოლიანი
16.01.2026.16:31
შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების მასშტაბური კვლევის დასკვნის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი, უშუალო საფრთხე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კვლევის თანახმად, რისკების მართვისა და პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს.
„ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.