მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7114.6
0.0072
flag
AZN 1.6065
-0.0001
flag
CNY 38.003
-0.0005
flag
EUR 3.1087
-0.0075
flag
GBP 3.6948
0.0024
flag
KZT 53.54
0.0019
flag
TRY 0.0698
0
flag
USD 2.732
-0.0001

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა გულისხმობს ხარჯების ოპტიმიზაციას, ჩვენი მიზანია, სახელმწიფო საწარმოები გავიდნენ მოგებაზე და თავად იყვნენ კონტრიბუტორები ბიუჯეტში, რაც დადებითად აისახება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ნაწილშიც - ლევან ჟორჟოლიანი

news image

ჩვენი მთავარი მიზანია, სახელმწიფო საწარმოები გავიდნენ მოგებაზე და თავად იყვნენ კონტრიბუტორები ბიუჯეტში, რაც ასევე დადებითად აისახება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ნაწილშიც, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა

 

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა ხარჯების ოპტიმიზაციასთან ერთად არაერთი საკითხის კომპლექსურ გადაწყვეტას გულისხმობს.

 

ეს პროცესი უკვე დაწყებულია რამდენიმე საწარმოში, მაგალითად, როგორიც არის საქართველოს რკინიგზა, ასევე ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანიები. ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგა 52 მილიონ ლარზე მეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, რეფორმა გულისხმობს უამრავ კომპლექსურ გადაწყვეტას, რომელიც ეხება ბორდების დაკომპლექტებას, მენეჯმენტს. ჩვენი მთავარი მიზანია, სახელმწიფო საწარმოები გავიდნენ მოგებაზე და თავად იყვნენ კონტრიბუტორები ბიუჯეტში, რაც ასევე დადებითად აისახება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ნაწილშიც", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტების მიმოხილვა მუნიციპალიტეტებს საშუალებას მოგვცემს ჩვენი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად გავიაზროთ - ზურაბ აბაშიძე

05.06.2025.13:12

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაშიმონაწილეობა მიიღო. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნეს, ორი დღის განმავლობაში ისეთ თემებს განიხილავენ როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა და სხვა

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ფორუმის ფარგლებში, ადგილობრივი პოლიტიკის დღის წესრიგი და საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტები განიხილება. ზურაბ აბაშიძის თქმით, საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტების მიმოხილვა მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს, თავიანთი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად გაიაზრონ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტების არარსებობის გარდა, მშვიდობა არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ თანასწორობას, სოციალურ სამართლიანობას, შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და მისივე თქმით, ამ პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ

 

თანამედროვე სამყაროში, როდესაც ქვეყნების ეკონომიკები მეტად ურთიერთდაკავშირებული და ინტეგრირებულია ერთმანეთთან, ნებისმიერი ცვლილება საერთაშორისო დონეზე პირდაპირ, ან ირიბად ადგილობრივ ეკონომიკაზე აისახება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტების მიმოხილვა მუნიციპალიტეტებს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად გავიაზროთ  და მოვემზადოთ როგორც გამოწვევების საპასუხოდ, ისე შესაძლებლობებისთვის, იქნება ეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, თუ კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ეს პროცესი კი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია

თვითმმართველობას, იმ გადაწყვეტილებებით და იმ სერვისებით, რასაც ის ყოველდღიურად აწვდის, ასევე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ადგილობრივ ეკოსისტემაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გადაწყვეტილებებით უზრუნველვყოთ ხელსაყრელი პირობები ეკოსისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის; იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესთან და აკადემიურ წრეებთან ეფექტიანი თანამშრომლობით, შევქმნათ საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ახალი სერვისები“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ

 

სიტყვით გამოსვლის დასასრულს ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დისკუსიები, იდეები და დასკვნები პრაქტიკულ შედეგებად იქცევა, როგორც კვლევებში, ისე პოლიტიკის ფორმირებასა და კონკრეტულ მუნიციპალურ გადაწყვეტილებებში. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ფორუმის ორგანიზატორებს, მონაწილე ინსტიტუტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათმა ჩართულობამ და ცოდნამ ეფექტიანი პლატფორმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა

 

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა