მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ გავიდნენ მოგებაზე, შეძლონ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა, ამ მიზანს ემსახურება საწარმოთა ოპტიმიზაცია - ლევან ჟორჟოლიანი

news image
ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებში, სახელმწიფო საწარმოებში და საქართველოს რკინიგზაში და ოპტიმიზაციის შედეგად უკვე 52 მილიონ ლარზე  მეტი დაიზოგა, -  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. 
მისი თქმით, ოპტიმიზაცია პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის პირველი ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე გასვლა. 
„სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ უნდა გავიდნენ მოგებაზე, რაც არის მათი პირველადი და მთავარი ამოცანა. მათ უნდა შეძლონ სესხების აღება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა. ეს არის საბოლოო მიზანი და ამ მიზანს ემსახურება ის პირველი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადაიდგა და რომელიც გულისხმობს საწარმოთა ოპტიმიზაციას", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში და ვიფიქროთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე - ოთარ გრიგოლია

06.06.2025.17:27

თბილისში  მიმდინარე მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში - ისტორიის დაბრუნება: საქართველო მრავალპოლარული სამყაროს პირობებში - რეალისტური და ცივილიზაციური ხედვა პატარა სახელმწიფოს გადარჩენისთვის, თბილისის საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში, ოთარ გრიგოლიამ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებზე და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არჩევანზე ისაუბრა

საქართველოს სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და არ აჰყვა იმ ისტერიას, რომელიც 2022 წლიდან  დაიწყო. ჩვენი გადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, სწორ გზაზე დგომისთვის, რომელსაც სუვერენიტეტისკენ მიმავალი გზა ჰქვია. სესიაზე გამომსვლელებს და დამსწრე საზოგადოებას კარგად ესმით, რომ ჩვენს მიერ არჩეული გზა სწორი იყო, თუმცა რთულად განსახორციელებელი

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის სუვერენიტეტის მოპოვება. დაახლოებით 5 წლის წინ თბილისში მსგავსი დისკუსიის წარმართვა შეუძლებელი იქნებოდა, ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა. მაგრამ დღეს მოვიპოვეთ უფლება ხმამაღლა ვისაუბროთ მსგავს საკითხებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით იმისკენ, რომ რაციონალური, სწორი გზები დავსახეთ სამეზობლო პოლიტიკის განსახორციელებლად

სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს ერთი მხრივ, არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში და მეორე მხრივ, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე ვიფიქროთ,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ

პანელურ სესიაში საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტოლოგები მონაწილეობდნენ

მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი 5 ივნისს გაიხსნა. ფორუმზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ინოვაციების, განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების, ცირკულარული ეკონომიკის, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტენდენციების, 8000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და სხვა თემების შესახებ იმსჯელეს

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა