სახელმწიფო, რომელსაც ხალხი უნდა დაეცვა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იქცა ძალად, რომელიც ამ ხალხს სჯიდა - დავით კოდუა
საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა, მიხეილ სააკაშვილისთვის ელიტური კორუფციის საქმეზე გამოტანილ გაანჩენს ეხმაურება:
„ქართულმა მართლმსაჯულებამ, მიხეილ სააკაშვილს ე.წ. კორუფციასთან მებრძოლს ელიტური კორუფციის საქმეზე
9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ყველა ვხედავდით, ყველას გვესმოდა ის ბოროტება და სისასტიკე რასაც 9 წლიანი რეჟიმი ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს უკეთებდა, თუმცა ამის სამართლებრივი შეფასება არის, უმთავრესი
ჩვენი ქვეყნის მომავლისა და სამართლიანობის აღდგენისთვის.
მიხეილ სააკაშვილი, მისივე დანაშაულებრივი გუნდის წევრებთან ერთად წარმოადგენდა ამ ქვეყანაში სამოქალაქო ტერორის, ადამიანის უფლებების დარღვევის, საკუთრების უფლების ხელყოფის, საქართველოს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორიის კოდორის ხეობის ჩაბარების, მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურების - მთავარ შემოქმედს. ჩვენს რეგიონს კარგად ახსოვს ზღვაში ჩაძირული პაატა ქარდავა, გოგიტა აბულაძე, დავით ცინდელიანი; ჩვენ კარგად გვახსოვს ოდიშის ტყეში მიწისქვეშ მოწყობილი წამების ადგილი, სადაც ადამიანებს აუპატიურებდნენ, ვიდეოთი იღებდნენ და აშანტაჟებდნენ; ჩვენ კარგად გვახსოვს ქონების ჩამორთმევის, ე.წ. ღამის პროკურატურის, ანაკლიაში მიწების მასიური გადაფორმების საქმეები.
სახელმწიფო, რომელსაც ხალხი უნდა დაეცვა, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით იქცა ძალად, რომელიც ამ ხალხს სჯიდა და პროპაგანდით მისივე მოსახლობისგან მტრის ხატს ქმნიდა!
ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ამ რეჟიმს, და უარს ეუბნება უკვე 12 წელია, ხალხი ბრძენია კარგად იცის და კარგად ახსოვს თუ რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.
საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე დიდი ბოროტების შემოქმედის მიხეილ სააკაშვილის და მისი სისტემის დამარცხება ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა წარმოუდგენელი ამბავი ფაქტად აქცია, ამით კი საქართველო იხსნა და მრავალი წლის წინ ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ეროვნული ფორმულა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ - აღასრულა” - წერს დავით კოდუა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - მეღვინეობა პი • Winery PI
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.17:45
თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.
„ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში ჩემი ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.