სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს შენობიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ განაცხადა, ეროვნული დროშის დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც საქართველო 2012 წლიდან აღნიშნავს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სახელმწიფო დროშის დღე. თბილისის საკრებულო სახელმწიფო დროშის დღეს მისი დაარსების დღიდან აღნიშნავს. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ტრადიციულად, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშები გადმოფინა“- განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ 2012 წელს გამოცხადდა.
სხვა სიახლეები
ჩვენი ამოცანაა შევქმნათ თანაბარი პირობები ქართული და საერთაშორისო კომპანიებისთვის - რევაზ სოხაძე
13.02.2026.10:34
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქართული სამშენებლო კომპანიების საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ადგილობრივი ბიზნესისთვის თანაბარი და კონკურენტული გარემოს შექმნა.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ელოდება, რომ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ბიზნესის აქტიურობა შესაბამისი იქნება და ქართული კომპანიები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო ტენდერებში.
მისი თქმით, უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიონ საერთაშორისო კომპანიებს და სრულფასოვნად მიიღონ მონაწილეობა მსხვილ პროექტებში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავდეს ძლიერი სამშენებლო კომპანიები. ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ ძლიერი ადგილობრივი სამსენებლო სექტორია. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, უკვე შექმნილია პირობები, რომ ქართული კომპანიები საერთაშორისო პროექტებში უფრო ფართოდ ჩაერთონ,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროსთვის მნიშვნელობა არ აქვს კომპანია ქართული იქნება თუ უცხოური - მოთხოვნები ყველასთვის თანაბარია და მთავარი კრიტერიუმებია სამუშაოების მაღალი ხარისხი და პროექტების დროულად დასრულება.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში შესრულება.
“ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კომპანია ქართული იქნება თუ უცხოური — მოთხოვნა ყველას მიმართ თანაბარია. ეს მოთხოვნა გულისხმობს მაღალ ხარისხს და სამუშაოების დროულ დასრულებას. სწორედ დროულ შესრულებას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა,“-აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.