საქართველოს მხრიდან არის სრული მზაობა იმისათვის, რომ ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის გადაიტვირთოს პოზიტიურ კონტექსტში - მაკა ბოჭორიშვილი
მედიასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პოზიტიური მოლოდინი აქვს და შეერთებულ შტატებთან სრული თანხვედრაა სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის თეთრი სახლის განცხადებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის, სადაც ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პოზიციებთან დაკავშირებით, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს ურთიერთობებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სტრატეგიული ურთიერთობების შინაარსს, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოს მხრიდან არის სრული მზაობა იმისათვის, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გადაიტვირთოს პოზიტიურ კონტექსტში და რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდეს კონკრეტულ საკითხებზე, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს წაადგება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.17:45
თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.
„ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში ჩემი ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.