საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური განვითარება არის ეროვნული ინტერესის საკითხი - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური განვითარება, არის ეროვნული ინტერესის საკითხი, ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილია იმაზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი განვითარების შესაძლებლობა - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობის დროს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა,ბიზნეს მეტი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
,,საქართველოს ხელისუფლებისთვის ეკონომიკური განვითარება, არის ეროვნული ინტერესის საკითხი, ამიტომ მთელი ყურადღება მიპყრობილია იმაზე, რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი განვითარების შესაძლებლობა.
ამ მხრივ, მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე. ზუსტად ამ პოლიტიკის გაგრძელებით და ეკონომიკური თავისუფლების გარემოს უზრუნველყოფით, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც ქვეყანა მაღალი შედეგით იქნება წარმოდგენილები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.17:45
თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.
როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.
„ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში ჩემი ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტი" საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.