მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7042.3
0.0048
flag
AZN 1.5877
0.0011
flag
CNY 37.623
0.0043
flag
EUR 3.145
-0.008
flag
GBP 3.6437
-0.0049
flag
KZT 50.14
0.0001
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.7
0.0019

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების წინა კონკურსში გამარჯვებულთა 25% დასაქმდა ამა თუ იმ სამინისტროში, მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში - ლევან ჟორჟოლიანი

news image

მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა 3-თვიანი სტაჟირების კონკურსში, ვინაიდან სტაჟირება არის ანაზღაურებადი და ითვლება სამუშაო სტაჟში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სტაჟიორთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება, GPA - ქულათა საშუალო მაჩვენებელი და გასაუბრება, ხოლო თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა აკადემიურ მოსწრებას მიენიჭება.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე მეორედ ცხადდება 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი. აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც არის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან სწავლობს მაგისტრატურაზე; ასევე - 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრში დაამთავრა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება, GPA - ქულათა საშუალო მაჩვენებელი და გასაუბრება. თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება აკადემიურ მოსწრებას. მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა, ვინაიდან სტაჟირება არის ანაზღაურებადი და ითვლება სამუშაო სტაჟში. წინა სტაჟირების პროგრამის შედეგები ასეთია: 2 000-მდე სტუდენტის და კურსდამთავრებულების მიღება მოხდა სტაჟირების პროგრამაზე და 20-25%-მა გააგრძელა მუშაობა, როგორც სრულფასოვანმა თანამშრომელმა ამა თუ იმ სამინისტროში, სსიპ-ის, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის რანგში. სტაჟირების პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები, სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები, უშუალოდ ხედავენ, როგორ ხდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამების განხორციელება, გადაწყვეტილებების მიღება და აკადემიურ მოსწრებასთან ერთად იღრმავებენ პროფესიულ, პრაქტიკულ გამოცდილებას", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების წინა კონკურსში გამარჯვებულთა 25% დასაქმდა ამა თუ იმ სამინისტროში, მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში - ლევან ჟორჟოლიანი

21.08.2025.12:54

მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა 3-თვიანი სტაჟირების კონკურსში, ვინაიდან სტაჟირება არის ანაზღაურებადი და ითვლება სამუშაო სტაჟში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სტაჟიორთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება, GPA - ქულათა საშუალო მაჩვენებელი და გასაუბრება, ხოლო თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა აკადემიურ მოსწრებას მიენიჭება.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე მეორედ ცხადდება 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი. აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც არის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან სწავლობს მაგისტრატურაზე; ასევე - 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრში დაამთავრა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება, GPA - ქულათა საშუალო მაჩვენებელი და გასაუბრება. თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება აკადემიურ მოსწრებას. მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა, ვინაიდან სტაჟირება არის ანაზღაურებადი და ითვლება სამუშაო სტაჟში. წინა სტაჟირების პროგრამის შედეგები ასეთია: 2 000-მდე სტუდენტის და კურსდამთავრებულების მიღება მოხდა სტაჟირების პროგრამაზე და 20-25%-მა გააგრძელა მუშაობა, როგორც სრულფასოვანმა თანამშრომელმა ამა თუ იმ სამინისტროში, სსიპ-ის, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის რანგში. სტაჟირების პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები, სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები, უშუალოდ ხედავენ, როგორ ხდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამების განხორციელება, გადაწყვეტილებების მიღება და აკადემიურ მოსწრებასთან ერთად იღრმავებენ პროფესიულ, პრაქტიკულ გამოცდილებას", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა