მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099.9
0.0071
flag
AZN 1.5908
-0.0003
flag
CNY 38.205
0.0026
flag
EUR 3.131
0.0106
flag
GBP 3.561
0.0107
flag
KZT 52.18
-0.0001
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7047
-0.0005

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თურქეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ფარუქ ჩელიქს შეხვდა

news image

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თურქეთ-საქართველოს საპარლამენტაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ფარუქ ჩელიქსა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიმართულებით, საპარლამენტო განზომილების მნიშვნელოვან როლს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თურქეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ფარუქ ჩელიქს შეხვდა

26.11.2025.17:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თურქეთ-საქართველოს საპარლამენტაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ფარუქ ჩელიქსა და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო კავშირების შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საპარლამენტო თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიმართულებით, საპარლამენტო განზომილების მნიშვნელოვან როლს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დადებითი დინამიკა.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობა შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა