მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოში გამოირჩევა წინდახედული ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკით - ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა

news image

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოში გამოირჩევა წინდახედული ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკით - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, სსფ-ის მიერ გამოქვეყნებული 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზების შეფასებისას. მისი თქმით, საქართველოს აქვს ისტორიულად საუკეთესო შედეგი.

 

ძალიან კარგი პროგნოზი გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლის ჩათვლით - მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, როგორც მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ისე რეალურ გამოხატულებაში. საქართველოს აქვს ისტორიულად საუკეთესო შედეგი. პირველად მოხდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით, 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს - ანუ 2030 წელს, 30-წლიანი ეკონომიკური ზრდით, 21-ე საუკუნის მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა იქნება საუკეთესო სამეულში. გარდა ამისა, გაანალიზებულია 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესი, სადაც ასევე ძალიან კარგი შედეგია. 2012 წლის შემდეგ ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 12-წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 2028 წლიდან კი საუკეთესო სამეულში გადაინაცვლებს 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესის მიხედვით. 2012 წლის შემდეგ ერთ სულზე მსყიდვეულნარიანი ეკონომიკის 12-წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლისთვისაც ინარჩუნებს. თქვენ გახსოვთ პერიოდი, როდესაც 2012 წლამდე, საქართველო იყო კავკასიის სამეულში და მას ორი ან ერთი ქვეყანა მაინც უსწრებდა ეკონომიკური ზრდით. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მსოფლიო სამეულში ვართ, 2024 წელს, ერთ სულზე რეალური ეკონომიკის გაზრდით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში - პირველ ადგილზე. საქართველოს ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება ინკლუზიური განვითარებისთვის, ტურიზმისა თუ საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების, მაგალითად, როგორიცაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, განვითარებისთვის. პროექტის იდეა, იცით, რომ საქართველოს ეკუთვნის და მისი განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისთვის, ევროპისა და აზიის ძლიერი  ენერგეტიკული კავშირის შექმნისთვის და ზოგადად, საქართველოს პროგრესისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შოთა ბერეკაშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა

25.04.2025

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმში მიიღო მონაწილეობა.

 

როგორც შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ენერგო სფეროს განვითარება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. მან ხაზი გაუსვა ქართული ენერგეტიკის განვითარების საფუძვლებს და 4 ძირითადი მიმართულება გამოყო: ენერგოდამოუკიდებლობა, როგორც საქართველოს სტრატეგიული მიზანი; ინვესტიციების დივერსიფიკაცია ენერგეტიკაში; საქართველო, როგორც რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული ჰაბი; შავი ზღვის წყალქვეშა სადენის პროექტისაქართველოს პირდაპირი კავშირი ევროკავშირთან.

 

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს 2030 წლისთვის სრული ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ შიდა ენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს ეროვნულ მოხმარებას, რაც გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და გაზრდის რეგიონულ სტაბილურობას.

 

 

ენერგო სფეროს განვითარება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, საბაზრო ლიბერალიზაციისთვის, შესაბამისი რეფორმებისთვის, გვსურს ღია და ლიბერალური ბაზარი. ეს ინვესტიციებისთვის კარგ შესაძლებლობას შექმნის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების წყაროთა მრავალფეროვნება, როგორც ევროკავშირიდან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან", -  აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

 

მისივე ინფორმაციითსტრატეგიული მდებარეობის, მზარდი ენერგოპოტენციალისა და ინტეგრაციის პროექტების საფუძველზე, საქართველო განიხილება როგორც ენერგეტიკული ჰაბისამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის რეგიონის და ევროკავშირის დამაკავშირებელი რგოლი. შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ენერგეტიკული ჰაბის როლი გააძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ სტატუსს, ზრდის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას.

 

ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის ჩვენი კანონმდებლობა სრულ თანხვედრაში იყოს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან - ეს არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი.

 

ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის ელექტროსადენის პროექტი, ჩვენი ენერგო სფეროს განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ცენტრალური პროექტია", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 

აგრეთვე  მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა