მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტების მიმოხილვა მუნიციპალიტეტებს საშუალებას მოგვცემს ჩვენი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად გავიაზროთ - ზურაბ აბაშიძე

news image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაშიმონაწილეობა მიიღო. ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნეს, ორი დღის განმავლობაში ისეთ თემებს განიხილავენ როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა და სხვა

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ფორუმის ფარგლებში, ადგილობრივი პოლიტიკის დღის წესრიგი და საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტები განიხილება. ზურაბ აბაშიძის თქმით, საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტების მიმოხილვა მუნიციპალიტეტებს საშუალებას მისცემს, თავიანთი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად გაიაზრონ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტების არარსებობის გარდა, მშვიდობა არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ თანასწორობას, სოციალურ სამართლიანობას, შესაძლებლობებზე თანაბარ წვდომას, ეკონომიკურ უსაფრთხოებას და მისივე თქმით, ამ პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ

 

თანამედროვე სამყაროში, როდესაც ქვეყნების ეკონომიკები მეტად ურთიერთდაკავშირებული და ინტეგრირებულია ერთმანეთთან, ნებისმიერი ცვლილება საერთაშორისო დონეზე პირდაპირ, ან ირიბად ადგილობრივ ეკონომიკაზე აისახება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტების მიმოხილვა მუნიციპალიტეტებს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად გავიაზროთ  და მოვემზადოთ როგორც გამოწვევების საპასუხოდ, ისე შესაძლებლობებისთვის, იქნება ეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, თუ კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ეს პროცესი კი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია

თვითმმართველობას, იმ გადაწყვეტილებებით და იმ სერვისებით, რასაც ის ყოველდღიურად აწვდის, ასევე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ადგილობრივ ეკოსისტემაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გადაწყვეტილებებით უზრუნველვყოთ ხელსაყრელი პირობები ეკოსისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის; იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესთან და აკადემიურ წრეებთან ეფექტიანი თანამშრომლობით, შევქმნათ საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ახალი სერვისები“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ

 

სიტყვით გამოსვლის დასასრულს ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დისკუსიები, იდეები და დასკვნები პრაქტიკულ შედეგებად იქცევა, როგორც კვლევებში, ისე პოლიტიკის ფორმირებასა და კონკრეტულ მუნიციპალურ გადაწყვეტილებებში. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ფორუმის ორგანიზატორებს, მონაწილე ინსტიტუტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათმა ჩართულობამ და ცოდნამ ეფექტიანი პლატფორმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა

 

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში და ვიფიქროთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე - ოთარ გრიგოლია

06.06.2025.17:27

თბილისში  მიმდინარე მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში - ისტორიის დაბრუნება: საქართველო მრავალპოლარული სამყაროს პირობებში - რეალისტური და ცივილიზაციური ხედვა პატარა სახელმწიფოს გადარჩენისთვის, თბილისის საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში, ოთარ გრიგოლიამ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებზე და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არჩევანზე ისაუბრა

საქართველოს სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და არ აჰყვა იმ ისტერიას, რომელიც 2022 წლიდან  დაიწყო. ჩვენი გადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, სწორ გზაზე დგომისთვის, რომელსაც სუვერენიტეტისკენ მიმავალი გზა ჰქვია. სესიაზე გამომსვლელებს და დამსწრე საზოგადოებას კარგად ესმით, რომ ჩვენს მიერ არჩეული გზა სწორი იყო, თუმცა რთულად განსახორციელებელი

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის სუვერენიტეტის მოპოვება. დაახლოებით 5 წლის წინ თბილისში მსგავსი დისკუსიის წარმართვა შეუძლებელი იქნებოდა, ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა. მაგრამ დღეს მოვიპოვეთ უფლება ხმამაღლა ვისაუბროთ მსგავს საკითხებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით იმისკენ, რომ რაციონალური, სწორი გზები დავსახეთ სამეზობლო პოლიტიკის განსახორციელებლად

სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს ერთი მხრივ, არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში და მეორე მხრივ, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე ვიფიქროთ,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ

პანელურ სესიაში საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტოლოგები მონაწილეობდნენ

მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი 5 ივნისს გაიხსნა. ფორუმზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ინოვაციების, განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების, ცირკულარული ეკონომიკის, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტენდენციების, 8000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და სხვა თემების შესახებ იმსჯელეს

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა