მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.1
0.0048
flag
AZN 1.5847
-0.0003
flag
CNY 38.684
0.0039
flag
EUR 3.1607
0.011
flag
GBP 3.6448
0.0222
flag
KZT 53.59
0.0034
flag
TRY 0.0621
-0.0001
flag
USD 2.6941
-0.0005

სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე - ლევან ჟორჟოლიანი

news image

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. 

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე და გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით. 

„სასურსათო ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით. ასევე, განვიხილეთ ფასნამატის წარმოქმნის ლოგიკა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე. გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ როგორც წინა შემთხვევაში ქსელურ მარკეტებთან, ისე დისტრიბუციის შემთხვევაში, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ფასწარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. შესაძლებელია ფასების დარეგულირება - შპს „აგროჰაბის“ დამფუძნებელი

23.01.2026.15:38

ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით, - ეს განცხადება შპს „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთა. 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პროდუქტებზე ფასების შემცირება, აკაკი ახვლედიანი აცხადებს, რომ - კი.

„ფასწარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. ამ მიზეზებზე იყო საუბარი. ეს არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა - მე, მაგალითად, ორივე მხარეს წარმოვადგენ ამ შემთხვევაში. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით“, - განაცხადა აკაკი ახვლედიანმა. 

ირალკი კობახიძე პროდუქტებზე მაღალი ფასების საკითზე, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა