მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

საჭიროა დაჩქარდეს სპეციალური პროგრამებით კადრების გადამზადება და ბიზნესებისთვის მიწოდება, რათა კომპანიებმა გაფართოება შეძლონ - ლევან ვეფხვაძე

news image

საჭიროა დაჩქარდეს სპეციალური პროგრამებით კადრების გადამზადება და ბიზნესებისთვის მიწოდება, რათა კომპანიებმა გაფართოება შეძლონ - ლევან ვეფხვაძე როდესაც ვხედავთ, რომ კომპანიების 70%-ი  მათ პროდუქციასა და სერვისებზე მოთხოვნის გამო აპირებს გააფართოოს წარმოება ან ცდილობს ახალი სერვისები მიაწოდოს ბაზარს, ეს ახალ ტექნოლოგიებს უკავშირდება და შესაბამისად კადრების გადამზადებისთვის დროა საჭირო, - ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ დღეს, „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნესინსაიდერის“ ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას განაცხადა.

ლევან ვეფხვაძის შეფასებით, შრომის ბაზარზე არ არის შესაბამისი კადრები, ხოლო მეორეს მხრივ ამ კადრების ნაწილში რესურსი მილევადია.

BAG-ის კვლევის შესაბამისად, გამოკითხული კომპანიების 54 სპეციალისტების ნაკლებობაზე, ხოლო 42% სამუშაო ძალის ნაკლებობაზე აცხადებს.

„ერთის მხრივ, როცა უმუშევრობა მცირდება კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ბიზნესი შესაძლოა, გაფართოების ნაწილში წინააღმდეგობას გადააწყდეს და არ დარჩეს კადრები, რომლის გადამზადებაც იქნება შესაძლებელი. საბედნიეროდ, ჯერ არიან ადამიანები, რომელთაც სურთ სხვა პროფესიაში გადაამზადონ. მთავარია, ჩვენ დროულად, კვალიფიციურად შევთავაზოთ ეს პროგრამები. ამაზე ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, რათა ეს პროცესი დაჩქარდეს და ბიზნესებს სწრაფად მიეწოდოთ კადრები“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო განათლებაში სწორი წარმოდგენების შექმნა, რადგან სკოლის დასრულების შემდეგ უმეტესობა ირჩევს ბიზნესადმინისტრირებას, იურიდიულ და სამედიცინო ფაკულტეტებს, როცა ისეთი სპეციფიკურ პროგრამებთან მიმართებით უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც უპასუხებს ბიზნესს.

„ჩავთვალოთ, რომ ამ კუთხით ბაზარი ჩაშლილია და მეტი აქტივობაა საჭირო განათლების სამინისტროს მხრიდან, ასევე ჩვენი ყველასი, რადგან ერთ ინსტიტუციაზე პასუხისმგებლობას ვერ ჩამოვკიდებთ, რადგან ეს მენტალური ცვლილების ნაწილია, რათა ისეთი პროფესიები აირჩიონ, რომელიც დღეს დეფიციტურია და შემდეგ ბიზნესს საშუალება ექნება რომ გაფართოვდეს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ 17 სექტემბერს იმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი ლევან ჟორჟოლიანს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

08.05.2025.17:45

 

თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებულიგაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტისაფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, გაეროს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.

 

ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში  ჩემი  ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაეროს განვითარების სისტემა, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაეროს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას  ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებულიგაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩო დოკუმენტისაფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად", - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა