საბედნიეროდ, ქართველებს დღეს გვაქვს სახელმწიფო, რომელიც თავის სიმაღლეზე დგას - კონსტანტინე ზარნაძე
„ახალი წლის დღეებში ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ შეიცვალა მსოფლიო წესრიგი - დარწმუნებული ვარ, მოვლენებიდან, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ნახა, საქართველოს მოსახლეობა სწორ დასკვნებს გამოიტანს“, - განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე ზარნაძემ გააკეთა.
„ჩვენ ვნახეთ პარადოქსული სიტუაცია, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები ერთმანეთს ტერიტორიების წართმევით ემუქრებიან. მინიმუმ ათი ქვეყანა შეიძლება ჩამოვთვალო, სადაც საომარი მოქმედებებია, არეულობებია, ქაოსია, დაპირისპირებებია და ათასობით ადამიანის სიცოცხლე იკარგება“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
მისივე თქმით, მსოფლიომ ნახა კადრები, როდესაც აშშ-ში პოლიციის აგენტებმა მხოლოდ იმის გამო მოკლეს ქალი, მხოლოდ იმის გამო ესროლეს თავში, რომ მან პოლიციის ნებართვის გარეშე დაძრა მანქანა. ამ კადრებზე რატომღაც ყველა ჩუმად არის და ხმას არ იღებს.
„ეს იმიტომ, რომ მონური ფსიქოლოგია აქვთ აქ მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმდენად მონური, რომ უცხო ქვეყანას ეხვეწებიან, ჯარი შემოიყვანონ ჩვენს ქვეყანაში და აქ გადატრიალება მოაწყონ“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ სხდომაზე და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებას რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნათა ნახევარიც რომ შეესრულებინა, დღეს ჩვენ ქვეყანა დაკარგული გვექნებოდა და ადამიანები დაღუპული იქნებოდნენ.
„საბედნიეროდ, ქართველებს დღეს გვაქვს სახელმწიფო, რომელიც თავის სიმაღლეზე დგას. პროცესები კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ნაბიჯები იყო აბსოლუტურად სწორი და მართებული იმისათვის, რომ უსაფრთხოდ და სტაბილურად იყოს ჩვენი ქვეყანა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას და აღვნიშნო, რომ ყოველივე ამის ფონზე ჩვენი ქვეყანა იღებს უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციებს, ეკონომიკურ ზრდას. კიდევ ბევრი ინვესტიცია შემოვა ამ ქვეყანაში და მის განვითარებას ხელს ვერავინ შეუშლის. მიმდინარე წელი კი იქნება საუკეთესო ამ ქალაქის ისტორიაში იმ მასშტაბური პროექტებიდან გამომდინარე, რომლებიც დედაქალაქში არის დაგეგმილი“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
სხვა სიახლეები
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში - ილჰამ ალიევი
18.03.2026.13:12
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.
უწმინდესს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.
ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.