მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა

news image

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა. პლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებაში ნდობის განმტკიცების ხელშეწყობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. რეესტრის საშუალებით ცესკო დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. 

თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ გამოწვევად რჩება, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და საარჩევნო გარემოზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას. ეს გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისთვისაც ერთნაირად აქტუალურია. შესაბამისად, ცესკო მუდმივად ეძებს და ნერგავს ინოვაციურ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას, სანდო ინფორმაციის ეფექტიან მიწოდებასა და დეზინფორმაციის ზემოქმედების შემცირებას. ,,დეზინფორმაციის რეესტრის’’ შექმნაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია - ნაბიჯი, რომელიც ემსახურება გამჭვირვალობის გაძლიერებას და ამომრჩევლების ინფორმაციისადმი მდგრადობის ზრდას. 

ახალი ვებგვერდი disinfo.cec.gov.ge პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე. რეესტრში თავმოყრილია ყველა ის დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებაც ემსახურება საზოგადოებაში არასწორი აღქმების გაჩენას და აზიანებს საარჩევნო პროცესს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციასთან ერთად პლატფორმაზე ასახულია შესაბამისი, გადამოწმებული  და   ფაქტებზე დამყარებული ზუსტი ინფორმაცია.

პლატფორმაზე განთავსებულია ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის შედეგად შერჩეული დეზინფორმაციული მასალა. „დეზინფორმაციის რეესტრი“ დაინტერესებულ პირებს  შესაძლებლობას აძლევს რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას გაეცნონ დინამიკაში და გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ არჩევნების მიხედვით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიიღო, რაც ხაზს უსვამს ცესკოს მზადყოფნას თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. ცესკო, როგორც არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, გააგრძელებს ოპერატიულ რეაგირებას ყველა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც აზიანებს საარჩევნო პროცესს და მოუწოდებს მოქალაქეებს ყოველთვის გადაამოწმონ და ენდონ ოფიციალურ, სანდო და დაზუსტებულ ინფორმაციასა და წყაროებს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

03.03.2026.12:39

საქართველოს 3-4 მარტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. 

პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი არიან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა