მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

საარჩევნო ადმინისტრაცია EPDE-ს გავრცელებულ დეზინფორმაციულ განცხადებას ეხმიანება

news image

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაეცნო ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები მიიჩნია „ფეიქ დამკვირვებლებად“. მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აღნიშნული შეფასება ცალსახად შეურაცხმყოფელი, უსაფუძვლო და დისკრედიტაციისკენ მიმართულია როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის, რომლებიც არჩევნებს ცესკოს ოფიციალური მოწვევით აკვირდებოდნენ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების და საერთაშორისო პრაქტიკის სრული დაცვით. 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ:

  • ყველა უცხოელი დამკვირვებელი, ვინც იმყოფებოდა საქართველოში 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, დარეგისტრირდა საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
  • მათი მოწვევა და საქართველოში ყოფნა ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კარგ პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს პროფესიულ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას;
  • აღნიშნული პირები არ ასრულებდნენ პოლიტიკური ან ლობისტური ხასიათის საქმიანობებს და მათი მონაწილეობა მთლიანად მიზნად ისახავდა საარჩევნო პროცესის პროფესიულ შეფასებას, ასეთის სურვილის შემთხვევაში.

შესაბამისად, EPDE-ს მიერ მათ მიმართ გამოყენებული ტერმინი „ფეიქ დამკვირვებელი“ წარმოადგენს ობიექტურობის პრინციპის უხეშ დარღვევას, ზიანს აყენებს როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე იმ ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუტების ავტორიტეტს, რომელთა წარმომადგენლებიც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდნენ.

ცესკო მოუწოდებს EPDE-ს საჯაროდ განმარტოს, რა წყაროებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაავრცელა აღნიშნული შეფასებები.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კარგი  საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა არ მოითხოვსდამკვირვებლად რეგისტრაციისას ამა თუ იმ პირის პროფესიის, განთლების, საქმიანობისა თუ საარჩევნო გამოცდილების შესწავლას ან/და არ განსაზღვრავს სპეციალურ პროფესიულ მოთხოვნებს ან კვალიფიკაციას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დაინტერესებული პირის მიერ, ეს საკითხი სხვადასხვა დამკვირვებლებთან მიმართებაში მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ როგორც სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, ისე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 

ამავდროულად, საინტერესოა რატომ მოიხსენიებს EPDE კონსტიტუციური ორგანოების - საარჩევნო ადმინისტრაციების და ვენდორი კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლებს ფეიქ დამკვირვებლებად, როცა მათ არცერთ განცხადებაში გარდა პროცედურული და ტექნიკური შეფასებისა, არანაირი პოლიტიკური მოსაზრებები, ან თუნდაც მინიშნება არ ყოფილა. უფრო მეტიც, ორგანიზაციის დასკვნაში მოხსენიებული პირების ნაწილს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. გამოდის, რომ ეს პირები „ფეიქ დამკვირვებლებად“ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მოიხსენიეს, რომ როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ არჩევნებს. ამას გარდა, გაუგებარია, ქვეყანაში ვიზიტით მყოფი 20-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 40-მდე დელეგატიდან, მხოლოდ რამდენიმეზე რა ნიშნით და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამახვილდა ყურადღება.

ამასთან,, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თუ სხვა ინსტიტუციების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებდა სადამკვირვებლო საქმიანობას და ამ ფორმატში რაიმე ტიპის შეფასებისა თუ განცხადების გაკეთებაც მათივე უფლება იყო. შესაბამისად, გაკეთებული განცხადებების გამო, დადებითი იყო ეს თუ კრიტიკული,  მათი „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოხსენიება იმდენად უსაფუძვლოა, რომ  ეს პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ ამ პირების და ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობად, ისევე როგორც ამ პირებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად. 

საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული არის საქართველოში 4 ოქტომბერს წარმატებით ჩატარებული არჩევნების გადაფარვისა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მისი დისკრედიტაციის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია. მით უფრო იმ ორგანიზაციისგან, რომელიც საერთოდ არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ არჩევნებზე დამკვირვებლად. 

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ EPDE-ს ერთ-ერთ წევრ ორგანიზაციას წარმოადგენს ISFED-ი, ორგანიზაცია, რომელმაც 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები საზოგადოებას მანიპულაციურად წარუდგინა. სწორედ ამ ფაქტის შედეგად გათავისუფლდა ISFED-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, რომელიც დღეს, არსებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობს EPDE-ში. მიუხედავად აღნიშნული პრეცედენტისა, კვლავაც დაფიქსირდა პარალელური დათვლის შედეგების სანდოობის პრობლემები 2024 წლის არჩევნების დროსაც. ამჯერად ინფორმაცია ისე გავრცელდა, რომ მონაცემები ემთხვეოდა ცესკოს ოფიციალურ შედეგებს, თუმცა თავად შედეგები არ გამოქვეყნებულა. აღნიშნული გარემოებები ბუნებრივია კითხვებს აჩენს EPDE-ს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე. 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image თამარ იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

17.10.2025.12:44

თამარ იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

თამარ იოსელიანს ტრანსპორტის სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2018–2023 წლებში ის ხელმძღვანელობდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, 2023–2025 წლებში - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო 2025 წლიდან დღემდე ეკავა შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ამავე წელს თამარ იოსელიანი დაინიშნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარედ.

თამარ იოსელიანი მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. 2015 წელს ის გაეროსა და ნიპონის ფონდის სტიპენდიატის სტატუსით სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტში, გაიარა სტაჟირება გაეროს შტაბ-ბინაში (ნიუ-იორკი). წარმატებით აქვს გავლილი Ocean Governance Programme (Yeosu Academy, სამხრეთ კორეა) და Advanced Maritime Leaders Programme (სინგაპური).

2007–2009 წლებში დაამთავრა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის (LSE) პროგრამა, რომელიც მოიცავდა კორპორაციულ სამართალს, მმართველობას, საერთაშორისო და კომერციულ სამართალს, კონკურენციის პოლიტიკასა და ინტელექტუალური საკუთრების სამართალს.

თამარ იოსელიანმა ამ პოსტზე გურამ გურამიშვილი შეცვალა, რომელც მინისტრის მოადგილის პოზიციას 2021 წლის მარტიდან იკავებდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა