რომის პაპი მოვიწვიე საქართველოში, მომავალ წელს აღინიშნება გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი - ირაკლი კობახიძე
მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რომში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომის პაპის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„მოვიწვიე რომის პაპი საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს ვიზიტი. როგორც მოგეხსენებათ, მომავალ წელს აღინიშნება საქართველოში გაქრისტიანებიდან 17 საუკუნოვანი იუბილე და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოში რომის პაპის ვიზიტი. ეს მოწვევა გადავეცი რომის პაპს. იმედი გვაქვს, რომ ის ესტუმრება საქართველოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
ლონდონის უზენაეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა
24.11.2025.15:51
როგორც მოსალოდნელი იყო, ბერმუდაზე დაწყებული სამართლებრივი დავა ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანის, Credit Suisse-ს შორის ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა.
სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა Credit Suisse-ის წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ 68-გვერდიანი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.