რომელი უცხოელი კოლეგებისგან მიიღო შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილები
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უცხოელი კოლეგებისგან მისალოცი წერილები მიიღო.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შალვა პაპუაშვილს და ქართველ ხალხს სომხეთის, ყაზახეთის, ისრაელისა და სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მიულოცეს და საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება უსურვეს.
მისალოც წერილებში ასევე გამოთქმულია პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების სურვილი, რაც საერთო ღირებულებებს, ურთიერთპატივისცემას და რეგიონული სტაბილურობისადმი ერთგულებას ემყარება.
წერილებში გამახვილებულია ყურადღება საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყნებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ასევე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.05.2025.19:38
ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილში, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, - ნათქვამია მისალოც წერილში.