მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

რომ არ ყოფილიყო ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც შექმენით 2013 წელს, ჩვენ ასეთ რისკიან ბიზნესს ხელს არ მოვკიდებდით - შპს „ტირიფონის ხილის“ წარმომადგენელი ზურაბ გოჯიაშვილი

news image

შპს „ტირიფონის ხილის“ წარმომადგენელმა, ზურაბ გოჯიაშვილმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, მისი კომპანიის გამოცდილებაზე ისაუბრა. 

გოჯიაშვილის თქმით, რომ არა სახელმწიფო პროგრამები, ის მაღალი რისკის მქონე ბიზნესს ხელს არ მოკიდებდა, მით უმეტეს, რომ ხეხილის ბაღები საოკუპაციო საზღვართან ახლოს მდებარეობს. 

„რომ არ ყოფილიყო ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც თქვენ შექმენით 2013 წელს, ჩვენ ამხელა მაღალ რისკიან ბიზნესს ხელს არ მოვკიდებდით, მით უმეტეს, სამი საოკუპაციო ბაზა პირდაპირ დასცქერის ჩვენს ბაღებს, შემიძლია შეუიარაღებელი თვალით დავინახო, უზარმაზარი ბაზებია.

ადგილობრივი რისკის გარდა, კიდევ ბუნებრივი რისკია, სტიქიის რისკები გვაქვს, რომლის ნაწილისგან დაზღვეული ვართ. ეს ნაწილი არის მაგალითად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები და სეტყვისგან გვაქვს დაზღვეული. წელს კიდევ ერთხელ ავიღეთ შეღავათიანი აგრო სესხი იმისთვის, რომ ბაღი გავაშენოთ, მისი ნაწილი უკვე ანგარიშზე გვაქვს და ნაწილი ავითვისეთ, რადგან ნერგები უნდა შევიძინოთ, ასევე უცხოეთში საყრდენი სისტემა“, - განაცხადა გოჯიაშვილმა.

დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრები, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების შესახებ მსჯელობენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს l პრემიერი

17.04.2026.13:29

ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 %-ს შეადგენს 2021 წლიდან, მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 % იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა წარმატებულია.

„ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია. თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკამ და ზოგადად პოლიტიკამ თავისი წარმატებულობა დაამტკიცა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს მთელი ევროპის მასშტაბით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს და ის საშუალოდ 9.3 პროცენტს შეადგენს 2021 წლიდან. მიმდინარე წელიც საკმაოდ კარგი ნიშნულიდან დავიწყეთ: 8.4 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში. ეს არის ჩვენი ხედვა - მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და უზრუნველვყოთ ეკონომიკური წინსვლა და დაკავშირებადობა. ამ მიდგომითა და ასეთი ხედვით არა მარტო მშვიდობას შევინარჩუნებთ ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც - სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ხელს შევუწყობთ მშვიდობას. ძალიან გვახარებს, რომ ამ მიმართულებით თურქეთის ძალიან ძლიერი პარტნიორები ვართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა