მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურად 52,5 მილიონი ლარი დაიზოგა, ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც, სსიპებსა და შპს-ებში - პრემიერი

news image

საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურად 52,5 მილიონი ლარი დაიზოგა და ეს პროცესი გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რკინიგზაში ოპტიმიზაცია წლიურ ჭრილში 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას იძლევა, ხოლო ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში - 16,5 მილიონი ლარს.

„რამდენიმე სახელმწიფო საწარმოში განხორციელდა ოპტიმიზაცია და შეიცვალა ხელმძღვანელობა. ეს არის საქართველოს რკინიგზა, ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო საწარმოები. მათ დავუსახეთ კონკრეტული ამოცანები რეფორმების და მათ შორის ოპტიმიზაციის კუთხით. უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგვცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. საუბარია მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციაზე, 36 მილიონზე მეტი დაიზოგება საქართველოს რკინიგზაში. რაც შეეხება ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებს, ეს არის ელექტროსისტემა, საქრუსენერგო, ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ესკო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ენგურჰესი, ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16,5 მილიონი ლარი ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში. ჯამური დანაზოგი იქნება მინიმუმ 52,5 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში, საქმე ეხება საქართველოს რკინიგზას და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებს. ანალოგიური პროცესები უნდა წარიმართოს სხვა სახელმწიფო საწარმოებშიც და არა მარტო. არის სსიპები, შპს-ები, სადაც ანალოგიურად შესაძლებელია მასშტაბური ოპტიმიზაცია. მარტო ამ სფეროში სახელმწიფოს გამოუჩნდა დამატებითი რესურსი წლიური 52,5 მილიონი ლარის სახით. ეს რა თქმა უნდა, მოხმარდება ქვეყნის განვითარებას და გაჩნდება ახალი რესურსი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას. ეს არის პირველადი მონაცემები, ვფიქრობთ, ეს 52,5 მილიონი ლარი კიდევ უფრო გაიზრდება და შეიძლება, 60 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს. რაც შეეხება საერთო ოპტიმიზაციას, თუ გავყვებით სხვა სახელმწიფო საწარმოებს, სსიპებს, შპს-ებს, შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს იყო უპირობოდ გასაკეთებელი. ეს პროცესი დაწყებულია ძალიან სწრაფი ტემპით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და კანდიდატ ქვეყნებს, აღნიშნული გამოწვეულია იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი - ლევან ჟორჟოლიანი

12.12.2025.13:36

ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს უსწრებს მხოლოდ ისლანდია და შვეიცარია.

„საქართველოს უსწრებს ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ასევე, კანდიდატ ქვეყნებს. აღნიშნული გამოწვეული არის იმ გადაწყვეტილებებითა თუ რეფორმებით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვების სფეროშია დაგეგმილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება უკეთესი შედეგები, ვინაიდან, გამჭვირვალობის კუთხით მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის კვლევის ეტაპის გაელექტრონულებასთან დაკავშირებით. შექმნილია MRS სისტემა, რომელიც არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ. ბაზრის კვლევები ჩატარდება სრულად ელექტრონული მეთოდით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს, აზღვევს 99%-ით. პრემიერის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ევროპის სამეულში უნდა შევიდეთ კორუფციის სიმცირით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების გამართვა არის ამ პოლიტიკის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა