მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

news image

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა და კომიტეტის წევრებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და ასევე ისაუბრეს იმ სამუშაოებზე, რომლებიც რეგიონებში მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

 

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარეობის პროცესი განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისთვის მიმდინარე წელს დაახლოებით, 725 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გამოყოფილი და ეს მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, ბაღების და სკვერების მშენებლობა-მოწესრიგებას, წყლის პროექტებს, კულტურის სახლების კეთილმოწყობას და სხვადასხვა სამუშაოებს, რომლებიც მუნიციპალური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ ის საკითხები და გამოწვევები, რომლებიც მუნიციპალიტეტების წინაშე ამ მიმართულებებით დგას. ეს შეეხება არ მარტო დაფინანსების გაზრდის საკითხს, არამედ საუბარია მართვის და ნორმატიული აქტების მიმართულებებზე, რათა პროცესი კიდევ უფრო მაღალ დონეზე წარიმართოს", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის შეფასებით, სამუშაო შეხვედრაზე დაგეგმილზე მეტი საკითხი განიხილეს და მუნიციპალიტეტებში ჩასატარებელ სამუშაოებზე დეტალურად იმსჯელეს. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არა მხოლოდ ჩასატარებელ პროექტებს, არამედ ყურადღება იმ პრობლემატიკაზე და გამოწვევებზეც გამახვილდა, რომლებიც ამა თუ იმ სამუშაოების მიმდინარეობას ახლავს თან.

 

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე მან კომიტეტის წევრებს რამდენიმე საინტერესო ინიციატივაც გააცნო, რომლებზეც კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერა მიიღო.

 

„რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან სამინისტროს საქმიანი და აქტიური კომუნიკაცია აქვს. პარლამენტის მიერ მიღებული 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი  საქართველოს მუნიციპალიტეტებში არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს", - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

11.03.2026.17:21

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.

დღეს დელეგაციის წევრები კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრებზე ხაზი გაესმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა