მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7118.7
0.0026
flag
AZN 1.6066
0.0002
flag
CNY 38.033
-0.0022
flag
EUR 3.1202
-0.0001
flag
GBP 3.7015
-0.0061
flag
KZT 53.55
-0.0001
flag
TRY 0.0696
0.0002
flag
USD 2.7315
-0.0003

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

news image

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს დაგეგმილი იყო 5.2 პროცენტით ეკონომიკური ზრდა, თუმცა წლის განმავლობაში  უფრო მაღალი ზრდის ტენდენციები იყო და საბოლოო ჯამში, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა

მისივე თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურის მაჩვენებელი 13.6 პროცენტით გაიზარდა და  91 891.8 მლნ ლარი შეადგინა, ერთ სულ მოსახლეზე კი, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 9 141.4 აშშ დოლარს გაუტოლდა.

მომხსენებლის განცხადებით, 2024 წლის ბოლოს წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 1.1 პროცენტის დონეზეა.

ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 484.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 560.4 მლნ აშშ დოლარია,  ხოლო იმპორტი - 16 924.3 მლნ აშშ დოლარი.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2024 წელს, საქართველოს 6 456.1 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვიამათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 5 091.7 ათასია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9.0 პროცენტით მეტია. მისივე თქმით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 425.4 მლნ აშშ დოლარია, რაც 7.3 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად: 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა  25 722 782.0  ათასი ლარი შეადგინა, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.4%;   გადასახადების კუთხით მობილიზებულ იქნა 23 290 004.8 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 100.1%;   გრანტების სახით დაფიქსირდა 345 978.9 ათასი  ლარიხოლო სხვა შემოსავლებში  -   2 086 798.3 ათასი ლარი - საპროგნოზო მაჩვენებლის 104.3%. 

სახელმწიფო ბიუჯეტზე საუბრისას, გიორგი კაკურიძემ აღნიშნა, რომ როგორც შემოსავლების, ასევე ჯამური შემოსულობების კუთხით საპროგნოზო მაჩვენებლები  გადაჭარბებით შესრულდა.

საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 21 848 836.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.6%, მათ შორისგადასახადების სახით 20 196 546.5 ათასი ლარი (100.0%),  გრანტების 335 871.1 ათასი ლარი (126.3%) და სხვა შემოსავლების სახით 1 316 418.5 ათასი ლარი( 103.7%).  

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 900 000.0 ათასი ლარით გაზარდა და  25 930 420.7 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულება გეგმური მაჩვენებლის 100.1%-ია.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები გადაჭარბებით  - 104.1 % -ით შესრულდა და 3 901.00 ათასი ლარი შეადგინა. 

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში დღგ-ს მობილიზებასთან დაკავშირებით გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. კერძოდდღგ-ს მოცულობა დაგეგმილი იყო 1 743.0 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მობილიზებული იქნა 1 773.0 ათასი ლარი.

მისივე თქმით, გასულ წელს  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებში გადარიცხულმა თანხამ  1 368.0 ათასი ლარი შეადგინა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდმა  19 980.2 ათასი ლარი აითვისა, ხოლო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის საკასო ხარჯმა 758 962.6 ათასი ლარი შეადგინა.

თანამომხსენებლის, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, გასულ წელს სამინისტროს მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტი ჰქონდა.

როგორც მზია გიორგობიანმა აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის გასულ წელს დაიხარჯა 2 მილიარდ 160 მილიონი ლარირეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის - დაახლოებით 330 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა- რეაბილიტაციისათვის 834 მილიონი ლარი, ნარჩენების მართვისათვის დაახლოებით - 52 მილიონი ლარი, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის - 4.8 მილიონი ლარი, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის 300 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის - 209 მილიონ ლარზე მეტი.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე წარდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირეს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში და ვიფიქროთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე - ოთარ გრიგოლია

06.06.2025.17:27

თბილისში  მიმდინარე მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაში - ისტორიის დაბრუნება: საქართველო მრავალპოლარული სამყაროს პირობებში - რეალისტური და ცივილიზაციური ხედვა პატარა სახელმწიფოს გადარჩენისთვის, თბილისის საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ მიიღო მონაწილეობა. თავის გამოსვლაში, ოთარ გრიგოლიამ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებზე და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არჩევანზე ისაუბრა

საქართველოს სახელმწიფომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და არ აჰყვა იმ ისტერიას, რომელიც 2022 წლიდან  დაიწყო. ჩვენი გადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, სწორ გზაზე დგომისთვის, რომელსაც სუვერენიტეტისკენ მიმავალი გზა ჰქვია. სესიაზე გამომსვლელებს და დამსწრე საზოგადოებას კარგად ესმით, რომ ჩვენს მიერ არჩეული გზა სწორი იყო, თუმცა რთულად განსახორციელებელი

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის სუვერენიტეტის მოპოვება. დაახლოებით 5 წლის წინ თბილისში მსგავსი დისკუსიის წარმართვა შეუძლებელი იქნებოდა, ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა. მაგრამ დღეს მოვიპოვეთ უფლება ხმამაღლა ვისაუბროთ მსგავს საკითხებზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯები გადავდგით იმისკენ, რომ რაციონალური, სწორი გზები დავსახეთ სამეზობლო პოლიტიკის განსახორციელებლად

სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს ერთი მხრივ, არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში და მეორე მხრივ, ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე ვიფიქროთ,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ

პანელურ სესიაში საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლები, ევროპელი პოლიტოლოგები მონაწილეობდნენ

მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი 5 ივნისს გაიხსნა. ფორუმზე მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ინოვაციების, განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების, ცირკულარული ეკონომიკის, სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტენდენციების, 8000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობისა და სხვა თემების შესახებ იმსჯელეს

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა