რეგიონული განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ამ მიმართულებით, მეტი სისტემურობა გვჭირდება მუნიციპალურ განვითარებაში, რისთვისაც უკვე დაწყებულია მუშაობა, შეიქმნა ახალი სამინისტრო - პრემიერი
რეგიონული განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი - ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნა სრულიად ახალი - რეგიონული განვითარების სამინისტრო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მისივე თქმით, საჭიროა მეტი სისტემურობა მუნიციპალურ განვითარებაში.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, დავხვეწოთ მუნიციპალური განვითარების დაგეგმვის და შესაბამისი გეგმების განხორციელების პროცესი, მეტი სისტემურობა გვჭირდება მუნიციპალურ განვითარებაში. ამისათვის უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, მომზადდება თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, სისტემურად უნდა განვითარდეს თითოეული მუნიციპალიტეტი და თითოეული მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა. რეგიონული განვითარების მიმართულებით პროგრამები ინტენსიურად და შეუფერხებლად ხორციელდებოდა, ესენია - რეგიონების განვითარების ფონდით გათვალისწინებული პროექტები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მთის ფონდი, სპეციალური პროგრამა გვაქვს, ასევე, გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებებისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა და ა.შ. ძალიან დიდი ინვესტიციები იდება რეგიონული განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ.
ასევე, ჩვენ გავზარდეთ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მათ შორის, სტანდარტული ზრდის მიღმა გაიზარდა ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის ბიუჯეტები, სამი ქალაქის ბიუჯეტი. ქუთაისსა და რუსთავს, სტანდარტული ზრდის მიღმა დაემატა თითოეულს 40 მლნ ლარი, ფოთს დაემატა 20 მლნ ლარი, ჩვენ გვჭირდება ამ ქალაქების მაქსიმალურად ინტენსიურად განვითარება და ეს დამატებული ბიუჯეტები მერებს მისცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უზრუნველყონ ქალაქების ურბანული განვითარება, პროექტების განხორციელება. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც საქართველოს მთავრობამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების მხარდაჭერის კუთხით განახორციელა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:58
სოფლის მეურნეობის განვითარებაში გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები - აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
„რაც შეეხება სოფლის მეურნეობას და სოფლის განვითარებას, აქაც გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. აგრობიზნესის გამოშვება გაიზარდა გასულ წელს 1 მილიარდი ლარით. 2023 წლის მაჩვენებელი იყო 16,6 მილიარდი, გასული წლის მაჩვენებელი არის 17,6 მილიარდი. რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს, ის ხორციელდება მსოფლიოს 107 ქვეყანაში. გეოგრაფიული დაფარვა და არეალიც მუდმივად ფართოვდება. მთლიანობაში, ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 1,7 მილიარდი დოლარი, რაც არის ასევე რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 250 მლნ დოლარზე მეტით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში 180 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც არის 11%-იანი მატება 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში გრძელდება სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
„ერთ-ერთი არის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, სადაც გაიცა 889 მლნ ლარის 5218 სესხი 4578 ბენეფიციარზე. ეს პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის პროგრამა. აქ 6176 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 10 849 პოლისი, გასული წლის განმავლობაში.
„დანერგე მომავალი", ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. 395 უნიკალური ბენეფიციარი დაფინანსდა 43 მლნ ლარით, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა 20 მლნ ლარზე მეტი. მხარდაჭერამ მოიცვა 2400 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მაღალმთიან დასახლებებში გვაქვს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა. ბიუჯეტი გასულ წელს შეადგენდა 9 მლნ ლარს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამას დაეთმო 24 მლნ ლარი", - განაცხადა პრემიერმა.