მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

რასაც ვაკეთებთ, ის არის სწორი ქვეყნის განვითარებისა და სუვერენიტეტის განსამტკიცებლად - ზურაბ აბაშიძე

news image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა უამინდობის შედეგად არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სტიქიის შედეგებთან ბრძოლაში არიან   ჩართული, მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობდა, კონგრესის ბიუროს მიერ გავრცელებულ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ სტრასბურგში მის ვიზიტამდე კონგრესის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების დელეგაცია თბილისში იმყოფებოდა.

„ევროპის საბჭოს კონგრესის ბიუროს დელეგაციასთან  თბილისში რამდენიმესაათიანი შეხვედრა და კონსულტაცია გვქონდა. ამ შეხვედრაზე ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.   გვეგონა, რომ ამ საკითხში  ურთიერთგაგებას მივაღწიეთ. მათი მხრიდან კი ძალიან ტენდენციური და მიკერძოებული განცხადება გაკეთდა, რომელსაც რეკომენდაციების სახე ჰქონდა, თითქოს უნდა გადაიდოს ადგილობრივი არჩევნები ამ ქვეყანაში, თითქოს ოპოზიცია არ არის მზად ამ არჩევნებისთვის და ზოგადად, საარჩევნო კოდექსით გაუარესებულია ის უფლებები, რომლებიც ოპოზიციას ჰქონდა“,  -  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და განმარტა, რომ კონსულტაციების დროს დელეგაციის წევრებს მარტივად და გასაგებად განემარტათ, რომ გადანაწილების პრინციპი მაჟორიტარულ ოლქებს შორის უნდა იყოს თანაბარი და ამომრჩეველთა რაოდენობა ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.  

„ისინი ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების დისკურსში არიან დარჩენილნი. კარგად გახსოვთ, საბოლოო ჯამში თუ როგორ გასცდა ეს შეთანხმება კონსტიტუციურ ჩარჩოებს. ისიც გემახსოვრებათ, რომ ამბობდნენ 43 %-ს თუ ვერ მიიღებდა ადგილობრივ არჩევნებში მმართველი ძალა, უნდა დანიშნულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რაც აბსოლუტური აბსურდი იყო“,  -  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.  

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების პოზიცია ცალსახა და მარტივია და ის არასოდეს მიიღებს იმას, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციურ ჩარჩოებს ეწინააღმდეგება.  

 „ჩვენი პოზიცია ცალსახა და მარტივია. ჩვენ ვდგავართ ჩვენს სიმართლეზე, მიგვაჩნია, რასაც ვაკეთებთ ის არის სწორი ქვეყნის განვითარებისა და  სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. ასე რომ, იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მისაღები იქნება,  ჩვენ აუცილებლად მივიღებთ, მაგრამ არა იმათ, რომლებიც სცდება ჩვენს სახელმწიფოებრიობას და კონსტიტუციურ ჩარჩოებს. ეს იყო ჩვენი მკვეთრი პოზიცია და ასე გაგრძელდება მომავალშიც“,  -  განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image 2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის - სულხან თამაზაშვილი

01.01.2026.01:01

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ბედნიერების, მშვიდობისა და წარმატების წელი უსურვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი გუნდისა და რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალისხმევით დღეს აჭარის რეგიონი კიდევ უფრო ძლიერია.

„გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ რომ 2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ბედნიერების, მშვიდობის და წარმატების წელი!

გასულ წელს, ჩვენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ერთობლივად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა უფრო ძლიერი და განვითარებულია - სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, თუ ტურიზმის მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი გუნდისა და ჩვენს რეგიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის შრომით და ძალისხმევით.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას - თითოეულ მოქალაქეს, საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ექიმს, ფერმერს, მეწარმეს ახალგაზრდას, უფროსი თაობის წარმომადგენლებს - იმ ყოველდღიური პასუხისმგებლობისა და ერთგულებისთვის,

რასაც ჩვენი რეგიონის განვითარებაში დებენ. 

2026 წელს უფრო მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი თაობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს და დამდეგ შობას!” - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა