მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

ქვეყანაში სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესის საგანი, შესაბამისად ძირითადი დარგები, რომლებზეც გრანტები გაიცა, არის განათლება, სამოქალაქო თანასწორობა, გარემოს დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მხარდაჭერა - ლევან ჟორჟოლიანი

news image

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ დაასრულა კონკურსი და გამოავლინა გამარჯვებულები მცირე გრანტების მიმართულებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო გასცემს გრანტს კონკრეტული სამოქალაქო ინიციატივების დასაფინანსებლად, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, თითოეული პროექტი 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტს მიიღებს.

„გრანტის სააგენტოს მეშვეობით, აქტიურად დავაკვირდებით, მონიტორინგს გავუწევთ, თუ რამდენად სარგებლიანი იქნება აღნიშნული გრანტები კონკრეტული დარგისთვის, თუ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს კონკრეტული პროექტები ეხება. ჯამში ეს არის მილიონ 650 ათასი ლარის ბიუჯეტი. დაფინანსდა 17 პროექტამდე. საკმაოდ აქტიურობა იყო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან მისასალმებელია", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ძირითადი დარგები, რომლებზეც გრანტები გაიცა, არის განათლება, სამოქალაქო თანასწორობა, გარემოს დაცვა.

„განსაკუთრებული ყურადღება სააგენტომ მიანიჭა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ამ პირებზე მორგებულ პროექტებს. ჩვენთვის ესეც პრიორიტეტულია, ასევე ჯანდაცვის, გარემოს დაცვის მიმართულებით საინტერესო კვლევები დაფინანსდა. შევხედავთ, რა შედეგები გვექნება ამ მიმართულებით. სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერება ქვეყანაში უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესის საგანი. ეს პრაქტიკა არის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. მიღებული პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს კონკრეტულ სამოქალაქო ინიციატივებს. ამაში უნდა გამოიხატოს პირველ რიგში, რა არის სახელმწიფოს ინტერესი. შესაბამისად, დაფინანსებული პროექტების შინაარსია მაგალითად აუტისტური სპექტრის არასრულწლოვნების მხარდაჭერა, განათლების მიმართულება, კვლევები გარემოს დაცვის მიმართულებით და ა.შ.", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა

11.12.2025.16:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ყურადღება დაეთმო სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიდან საქართველოს საზღვაო პორტების მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველომ ხელი შეუწყოს თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.

ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი კობახიძემ სერდარ ბერდიმუჰამედოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა