მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლაში - პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

news image

მოხარული ვარ, რომ ბატონ ალიევთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე მომეცა – ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები და შეხედულებები საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალგანზომილებიანი სანიმუშო ურთიერთობის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის გამოწვევებისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს გამორჩეული მეგობრობა აკავშირებთ, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ ბატონ ალიევთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე მომეცა – ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები და შეხედულებები საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალგანზომილებიანი სანიმუშო ურთიერთობის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის გამოწვევებისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში გამორჩეული მეგობრობა ჩამოყალიბდა, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციების, კულტურისა და ჩვენი ისტორიის პატივისცემა არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენი ხალხები განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას. კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა ურთიერთობაში და ვიცით სიტყვის ფასი. ჩვენ გვაქვს დაუწერელ კანონთა და ღირებულებათა ერთობლიობა, რამაც გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. სწორედ ამიტომ არის ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი განსაკუთრებული და სამაგალითო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული, მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

„დღეს არსებული გლობალისტური ეპოქა, რომელიც სავსეა გამოწვევებითა და საფრთხეებით, სწორედ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს ემუქრება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა აღნიშნული პრინციპების დასაცავად. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროში გამოცდილი მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, კიდევ უფრო გაძლიერდება და ახალ განზომილებას შეიძენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების გასატარებლად. რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გასამკლავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ არაერთ საერთო, ურთიერთსასარგებლო პროექტს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს რეგიონს მთელი მსოფლიოსთვის. იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული, მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რისთვისაც ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარი მხარდამჭერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სულ ახლახან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ყველა პუნქტის ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას. მან ბოლო პერიოდში ორი ქვეყნი შიდა საქმეებში გარე ჩარევის მცდელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ეს უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონის პოტენციალისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად და გამოსაყენებლად. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ხელი მოეწერება ისტორიულ ხელშეკრულებას, რაც უმნიშვნელოვანესი იმპულსი იქნება რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოს მხრიდან გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას და მზაობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში დიალოგის, დიპლომატიისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც შენარჩუნდება. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულმა განსაკუთრებულმა, ხანგრძლივმა მეგობრობამ და საერთო გონივრულმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი რეგიონის როლი სწორად განგვესაზღვრა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებით და არა თავს მოხვეული ფსევდო-ლიბერალური ღირებულებებით.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს და უზრუნველვყოფთ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შეუძლებელია, ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.

„მიხარია, რომ საერთო ინტერესების დასაცავად აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულმა ურთიერთთანამშრომლობამ ინტენსიური სახე მიიღო, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით, ბოლომდე უნდა ავითვისოთ რეგიონის პოტენციალი და შევასრულოთ ძლიერი, საიმედო დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება. ძვირფასო კოლეგავ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას გულთბილი მასპინძლობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლებლობა მომეცემა გიმასპინძლოთ საქართველოში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს - შალვა პაპუაშვილი

18 , 2025

უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, ელის თუ არა ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას და თუ ასე იქნება, რა რეაქცია ექნება ხალხს.

„უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს. თუმცა ეს ძალიან სწორი აქცენტია იმისთვის, რომ მივხვდეთ საით იყურება ევრობიუროკრატია. ეს ეხება 61 ქვეყანას და ეს არის ინსტრუმენტი პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. როგორც ჩანს, დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიის ნაწილს სურს, რომ ჰქონდეს ბერკეტები სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ხალხი, რომელიც გველაპარაკება ევროპულ ღირებულებებზე და სიტყვა ღირებულება რომ ძალიან მოსწონთ, ასე ცივსისხლიანად, პრაგმატულად ხალხზე ზეწოლით ფიქრობს ხელში ჰქონდეს ინსტრუმენტი, რომ გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე. ამასაც უნდა შევხედოთ ძალიან რაციონალური თვალით.

რაც შეეხება საქართველოსთან დაკავშირებით [უვიზო მიმოსვლის შეჩერებას] ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. დღეს ვუსმენდი გერმანიის ელჩის ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ ვიზა, ეს არის პრივილეგია, უნდა დავაფასოთო. სიმართლე გითხრათ, ცოტა ეს აროგანტულობა სამწუხაროდ ახასიათებს გერმანიის ელჩს. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?! ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას. დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც [ზრდა] არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ. არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები და ვეღარ ჩახვალ ბერლინსა, თუ ფრანკფურტშიო. ეს 21-ე საუკუნის პოლიტიკას ეკადრება?! ეს არის ასი წლის წინანდელი მეთოდები, როდესაც ცდილობდნენ სხვა ქვეყნებზე გავლენა მოეხდინათ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა